იგი ნიგერიაში, ხელმოკლე ოჯახში დაიბადა და ხუთი წლისამ სილამაზით მთელი მსოფლიო დაიპყრო. მისი ფოტოები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა - სწორედ ასე გაიცნო საზოგადოებამ სამი წლის წინ ჯეირ იჯალანა. დღეს გიამბობთ, როგორ შეიცვალა მას შემდეგ გოგონას ცხოვრება და როგორ გამოიყურება იგი ახლა:



ცნობილი ფოტოგრაფის, მოფე ბამაივას პროფილში ბევრი ლამაზი აფროამერიკელი ქალბატონის ნახვაა შესაძლებელი, თუმცა ნამდვილი ფურორი სწორედ პატარა ჯეირის ფოტოებმა გამოიწვია. მოფემ ხუთი წლის გოგონა მოვლილი და ჩაფიქრებული ახალგაზრდა ქალის სახით აღბეჭდა. მსგავსი პორტრეტის იდეა ფოტოგრაფს დიდი ხნის წინ დაებადა, თუმცა ამ გაბედული ჩანაფიქრის განხორციელება მან მხოლოდ ჯეირის დახმარებით შეძლო.
"მე მისი ბავშვობისა და ზრდასრულობის მიჯნის ისე ასახვა მსურდა, რომ ამ კადრს დროისთვის გაეძლო. გოგონას მოწიფული იერით წარმოჩენა ჩემი ისეთი ხერხია, რომელიც მიზნად მარადიული პორტრეტის შექმნას ისახავს" - აღნიშნა ფოტოგრაფმა, მოფე ბამაივამ. ფოტოს კომენტარებში ბევრმა გოგონას მაშინვე "სრულყოფილება" უწოდა.
უმრავლესობა დამწყები მოდელის ნაკვთებით აღფრთოვანებული დარჩა, რის გამოც 2018 წელს იგი Yahoo Lifestyle-მა და ჟურნალმა People-მა ყველაზე ლამაზ ბავშვად აღიარეს.

"ამ პატარა გოგონას ისეთი გამაოგნებელი სილამაზე აქვს, როგორიც ჩემი ცხოვრების სამოცი წლის მანძილზე არსად მინახავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი ბავშვია" - ემოციებს ვერ მალავდნენ ინტერნეტმომხმარებლები.
თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ფოტოგრაფის ეს ხერხი არ მოიწონეს:
"ფოტოები იმდენად დამუშავებულად გამოიყურება, რომ ეს ყოველივე უკვე ზიზღს იწვევს" - წერდნენ კომენტარებში.
"იგი ხუთი წლისაა და გარდატეხის ასაკამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია. რატომ ცდილობს, რომ ზრდასრული ადამიანი განასახიეროს? დედის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე შემდგარი და იმაზე მოცინარი, თუ რა დიდი აქვს მას ეს სამოსი, გაცილებით მომხიბვლელი იქნებოდა", - წერდნენკომენტარებში.
მიუხედავად კრიტიკისა, ფოტოგრაფი საკუთარ აზრზე დარჩა. მოფემ აღნიშნა, რომ მას შეეძლო, გოგონა გაეღიმებინა ან გაეცინებინა კიდეც, თუმცა კადრში განსხვავებული ატმოსფეროს შექმნა სურდა და შედეგად სწორედ ჩაფიქრებული სახე მიიღო.

ინტერნეტ-ტრიუმფიდან სამი წლის განმავლობაში ჯეირი მოფეს ობიექტივში კიდევ რამდენჯერმე მოხვდა. გოგონა კადრში მუდმივ პროფესიონალიზმს ავლენდა და რთული ვარცხნილობებით, მაკიაჟითა და ორიგინალური სამოსით ფოტოებზე ორგანულად გამოიყურებოდა.
"სკოლის შემდეგ ჯეირი საკმაოდ იღლებოდა. გადაღებებს შორის იგი მუდმივად ამთქნარებდა, თუმცა იცოდა, რომ ფინალური კადრისთვის საჭირო მზერა უნდა შეენარჩუნებინა. ვფიქრობ, ჯეირი სამოდელო პროფესიისთვის უკვე მზად არის. იგი კვლავინდებურად ჩვენს პირად ბარბიდ რჩება", - იხსენებს ფოტოგრაფი გოგონასთან მორიგ გადაღებას.
გოგონა პოდიუმზეც თავდაჯერებულად დგას. პირველად პოდიუმზე 6 წლის ასაკში, 2020 წლის 9 აპრილს, ლონდონის მოდის კვირეულზე გაიარა. მოფე ამ საოცარი ნაკვთების, მეტყველი თვალების, სწორი ცხვირისა და სავსე ტუჩების მქონე გოგონას საჩუქარსა და კაშკაშა ვარსკვლავს უწოდებს. გარდა ამისა, ფოტოგრაფი აღიარებს, რომ ყოველი შეხვედრისას ჯეირი მას სულ უფრო მეტად აოცებს.



ჯეირი ახლა 12 წლისაა. იგი სკოლაში დადის და საკუთარ დებთან ერთად სამოდელო გზას აგრძელებს. პოპულარობის პირველ წლებში გოგონა ჟურნალებისა და ტანსაცმლის რეკლამებისთვის გადაღებებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას და ხშირად ჩვენებებზეც გამოდიოდა. ზოგიერთი მონაცემით, დამწყები მოდელის ფინანსური მდგომარეობა 100 000 დოლარად იყო შეფასებული, ხოლო მისი ყოველთვიური ანაზღაურება 42 000 დოლარს აღემატებოდა. სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობდა და მრავალი კონტრაქტი ჰქონდა.


მისი და მისი დების ერთობლივი სოციალური ქსელიც არსებობდა, რომელსაც გოგონების დედა მართავდა. როგორც აღვნიშნეთ, 12 წლის ჯეირი მოდელობას კვლავ აგრძელებს. თუმცა, მის შესახებ მედიაში ინფორმაცია ნაკლებად ვრცელდება.