რა გამოკვლევების ჩატარება შეუძლიათ მოქალაქეებს თბილისში უფასოდ? - ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა, ძუძუს კიბოს სკრინინგი, პროსტატის კიბოს მართვა... - მშობლები

რა გამოკვლევების ჩატარება შეუძლიათ მოქალაქეებს თბილისში უფასოდ? - ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა, ძუძუს კიბოს სკრინინგი, პროსტატის კიბოს მართვა...

2026-03-11 11:10:55+04:00

თბილისის მერია დაავადებათა სკრინინგის პროგრამას 2026 წელსაც აგრძელებს და დედაქალაქში რეგისტრირებულ მოქალაქეებს უფასო გამოკვლევების შესაძლებლობას აძლევს.

ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • ა) ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს:
  • ა.ა) ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას და მამოგრაფიულ გამოკვლევას 2 პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წაკითხვით, ხოლო რადიოლოგთა მიერ განსხვავებული შეფასებებისა და/ან სკრინინგული დიაგნოსტიკის საჭიროების შემთხვევაში, კონსესუს კონფერენციას, რომელსაც უძღვება შემთხვევის ლიდერი მე-3 რადიოლოგი.);
  • ა.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას;
  • ა.გ) საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას.
  • ბ.ა) საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას და პაპ-ტესტის (PAP–ტესტი) ჩატარებას ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით 25 წლიდან 30 წლამდე ასაკის ქალებში;
  • ბ.ბ) საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას, მასალის აღებას და HPV დნმ-ის განსაზღვრის ტესტის ჩატარებას 30 წლიდან 60 წლის ასაკის ჩათვლით ქალებში;
  • ბ.გ) HPV ტესტით დადებითი შემთხვევების ტრიაჟს სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგიის საფუძველზე;
  • ბ.დ) „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გაწეული მომსახურებისას პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას;
  • ბ.ე)საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას;
  • გ) პროსტატის კიბოს მართვა 50-70 წლის ასაკის ჩათვლით მამაკაცებში, რომელიც მოიცავს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას;
  • დ) კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესისთვის, რომელიც მოიცავს:
  • დ.ა) ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარებას;
  • დ.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპიურ კვლევას;
  • დ.გ) საჭიროების შემთხვევაში, კოლონოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას.
  • ე) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პილოტი 25-70 წლის ასაკის ჩათვლით რისკის მქონე ქალებში, რომელიც მოიცავს:
  • ე.ა) ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევას;
  • ე.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში სისხლის თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევას;
  • ე.გ) საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას;
  • ე.დ) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროცესის მეთვალყურეობას ენდოკრინოლოგის მიერ.

ვის შეუძლია ქვეპროგრამით სარგებლობა?

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში რეგისტრაციის ადგილად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი. ამასთან, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტის მოსარგებლეები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი თბილისი)

როგორ უნდა ჩაერთოს მოსარგებლე პირი ქვეპროგრამაში?

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მოსარგებლეთა ქვეპროგრამაში ჩართვა ხორციელდება ქვეპროგრამის მიმწოდებელთან მიმართვის შემთხვევაში ან მიმწოდებლის მიერ მოსარგებლის ორგანიზებულად მოზიდვის/მოწვევის გზით.

  • პროსტატის კიბოს მართვის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიღება შესაძლებელია ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვის საფუძველზე,
  • ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიღება შესაძლებელია შესაბამისი რისკის მქონე ქალებისთვის, რომელიც აკმაყოფილებენ მომსახურების განმახორციელებლის მიერ დამტკიცებულ კრიტერიუმებს.

რა მოცულობით ფინანსდება მომსახურება?

დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურება ფინანსდება სრულად, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.

როგორც ეროვნულ სკრინინგ ცენტრში განგვიცხადეს, თითოეულ გამოკვლევას განმეორებითი კვლევის სარეკომენდაციო ვადა აქვს განსაზღვრული და ასეთ შემთხვევაში, სკრინინგი კვლავ უფასო იქნება.

მაგალითად, ძუძუს კიბოს სკრინინგის დროს, განმეორებითი სარეკომენდაციო კვლევა შესაძლოა, 2 წლის, 1 წლის ან 6 თვის პერიოდში დაინიშნოს. პაციენტის მდგომარეობას გააჩნია. პროსტატის კიბოს სკრინინგის შემთხვევაში კი, ერთწლიანი სარეკომენდაციო ვადაა. განმეორებით კვლევასაც აღნიშნული პროგრამა აფინანსებს.

რომელი კლინიკებია სკრინინგის პროგრამაში ჩართული და სად შეგიძლიათ, გამოკვლევების ჩატარება, ამაზე ვრცლად ინფორმაციას ბმულზე გაეცნობით.

დამატებითი დეტალებისთვის კი შეგიძლიათ, მიმართოთ თბილისის მერიას ცხელ ხაზზე: 032 272 22 22

დედებო, თქვენს შვილებს, მეუღლეებს სჭირდებით. შვილებს ჯანმრთელი დედა განსაკუთრებით სჭირდებათ... ოდნავ უკეთესობა რომ არის, ეს იცით, რისი ტოლფასია? გგონია, რომ მიწაზე არ დადიხარ - ნატო მეტონიძე კიბოს დიაგნოზსა და გამოჯანმრთელების პროცესზე
რა შემთხვევაში უნდა შეცვალოთ აუცილებლად პირადობის მოწმობა, რა ღირს მომსახურება და ვისთვის არის უფასო