პირადობის ელექტრონული მოწმობა პირის მოქალაქეობისა და ვინაობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია.
პირადობის მოწმობის ელექტრონული მატარებელი ასევე აღჭურვილია ონლაინ ავთენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის საშუალებებით, რომელთა გამოყენებაც მოწმობის მფლობელს სურვილისამებრ შეუძლია. კერძოდ, პირადობის ელექტრონული მოწმობის მეშვეობით შესაძლებელია დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება.
პირადობის ელექტრონული მოწმობა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ დადგენილ წესებს შეესაბამება და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება შესაძლებელია არამარტო ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ ქვეყნის გარეთ სამგზავრო დოკუმენტის ფუნქციით.
ამჟამად პირადობის ელექტრონული მოწმობის მფლობელებს შეუძლიათ გაემგზავრონ თურქეთში, სომხეთსა და უკრაინაში.
პირადობის ელექტრონული მოწმობის მეშვეობით შესაძლებელია ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულდეს ელექტრონული ხელმოწერა.
გარდა ამისა, სტუდენტებს შეუძლიათ, პირადობის მოწმობაზე "სტუდენტის" სტატუსი დაიტანონ. ასეთ შემთხვევაში, მათ შეეძლებათ, სხვადასხვა შეღავათით ისარგებლონ. მაგალითად, მატარებლით მგზავრობისა თუ სხვა კომპანიებისაგან გამოცხადებული შეღავათებით. ჩამონათვალი ყოველთვის ინდივიდუალურია და სხვადასხვა სერვისი თუ კომპანია თავად აცხადებს. მატარებლის ბილეთებზე საქართველოს მოქალაქეებზე, სტუდენტის სტატუსით, ვრცელდება 50%-იანი ფასდაკლება.
პირადობის მოწმობაზე "სტუდენტის" სტატუსის აღნიშვნა უფასოა.
თუ პირი განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრირებულია როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ან თუ პირი უკვე ფლობს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობას, რომელიც შეიცავს QR კოდს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აისახება ინფორმაცია სტუდენტის სტატუსის შესახებ, რომლის გადამოწმება შესაძლებელი იქნება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით.
განცხადების წარდგენა შესაძლებელია, როგორც პირის სახელზე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობის გაცემის განცხადებასთან ერთად, ისე უკვე გაცემულ დოკუმენტზე.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტად ითვლება პირი, რომელიც სწავლობს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთ-ერთ შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამაზე:
დაინტერესებულ პირს სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვასა და შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე არსებულიQRკოდის საშუალებით ხელმისაწვდომობაზე უარი ეთქმება თუ:
დაინტერესებულ პირს აგრეთვე შეუძლია ზემოაღნიშნულ უფლებამოსილ ორგანოებს მიმართოს სტუდენტის სტატუსის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მოთხოვნით, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ინფორმაცია აღნიშნული სტატუსის შესახებ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე არსებული QR კოდის საშუალებით აღარ იქნება ხელმისაწვდომი.
ინფორმაციას ვრცლად შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე.