"ვეღარ ვცნობდი ჩემს გიორგის... დღემდე გაურკვევლობაში ვარ, რა დაემართა ამ ადამიანს... მგონია, რომ ამპარტავნება... შეიძლება სხვა ქალბატონი გაიჩინა... დავბრუნდი სტაციონარიდან და დავრჩი მარტო" - მარი ნაკანი - მშობლები

"ვეღარ ვცნობდი ჩემს გიორგის... დღემდე გაურკვევლობაში ვარ, რა დაემართა ამ ადამიანს... მგონია, რომ ამპარტავნება... შეიძლება სხვა ქალბატონი გაიჩინა... დავბრუნდი სტაციონარიდან და დავრჩი მარტო" - მარი ნაკანი

2026-03-11 12:58:03+04:00

როგორც ცნობილია, ფოტოგრაფი მარი ნაკანი მეუღლეს - ასევე ფოტოგრაფ გიორგი მამასახლისს დაშორდა. უფრო სწორად, თავად მარის თქმით, გიორგი წავიდა მისგან, თითქმის 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ.მარიმ ეს ფაქტი სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა საზოგადოებას და მას მერეც არაერთი ვიდეო თუ ფოტო გამოაქვეყნა ამ თემაზე. ბევრ ვიდეოში ის ტირის და აღელვებულია, იხსენებს მეუღლესთან გატარებულ პერიოდს და არც შერიგებას გამორიცხავს. გამომწერების შეკითხვაზე, თუ რა იყო დაშორების მიზეზი, მარიმ ცოტა ხნის წინ ასე უპასუხა:

- ასე ყველა დეტალს ვერ მოვყვები, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ფაქტი ამ ყველაფერში ის არის, რომ მე მქონდა დეპრესია, გიორგიმ მთხოვა, რომ მემკურნალა, და დამპირდა, რომ მკურნალობის შემდეგ წავიდოდით ერთად ვალენტინობაზე საბერძნეთში. მკურნალობა თითქმის დამთავრებული მქონდა და სადღაც შუა გზაში, ალბათ, გიორგიმ ვეღარ გაუძლო ჩემს დეპრესიას, თუმცა სხვა მიზეზები მგონია მე, რაზეც ლაპარაკი არ მინდა... და ვალენტინობაზე მარტო წავიდა და მე დამტოვა. საერთოდ დამტოვა, დამშორდა. ეს იყო და ეს...

ამჯერად მარიმ გვანცა დარასელიას პოდკასტში საუბრობს ვრცლად ამ თემებზე, დეპრესიაზე, ოჯახზე, შვილებზე და ა.შ.

- მე და გიორგი 21 წელია ვართ.თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება ვარ. გიორგისთან ერთად. გიორგი ჩემთვის არის როგორც მეუღლე, მეგობარი, საქმიანი პარტნიორი, მამა, ხანდახან - შვილი, როლებს ხომ იცვის ხოლმე შენი ოჯახის წევრი იმის მიხედვით, რა სიტუაციაში ხარ, შეიძლება შენ დაეხმარო, შეიძლება პირიქით - იმან იზრუნოს შენზე... ჰოდა რაღაცნაირად რომ დაიწყო ჩვენს შორის აი ეს მომენტი, ამდენწლიანი ქორწინების შემდეგ, ჩვენ შარშანც დავშორდით... მერე გვქონდა პაუზა ექვსი თვე და მერე რომ შევრიგდით, აი, მანდ თითქოს მომეჩვენა, რომ გიორგი აღარ არის ის ადამიანი, ვინც მანამდე ჩემთან ერთად ცხოვრობდა და ამან გამოიწვია ჩემში საშინელი ნოსტალგია და სენტიმენტები. მენატრებოდა ჩემი გიორგი და გამიჭირდა ძალიან იმის მიღება და შეგუება, რომ გიორგი აღარ არის ისეთი მზრუნველი, ყურადღებიანი, დაფეთებული ჩემზე... ყველას გვახსოვს, ვინც ჩემი გამომწერები არიან და შენც ალბათ, რომ გიორგი ყოველთვის იყო ჩემზე ორიენტირებული... იცი როგორ იყო, გაუტკბა თითქოს ის დისტანცია და თითქოს რაღაცა ცოტა უფრო ამპარტავნებაში და ეგოიზმში შევიდა, იმიტომ რომ მეორედ როცა შემირიგდა, უკვე მისთვის ვიყავი სუსტი, აღიზიანებდა ჩემი ყველა რაღაცა ხასიათის დეფექტი ისე როგორც არასდროს ადრე. არ ვიცი, შეიძლება სხვა ქალბატონი გაიჩინა.... ამან მე დამარტყა... მაშინ აღარ უნდა შეურიგდე, თუ ხვდები რომ შენ უკვე წახვედი და კარი გაიჯახუნე, იმ ადამიანს მერე აღარ უნდა მისცე იმედი...
img-6630-1772024446.png
თითქოს შანსი მისცა ამ ურთიერთობას, აი მე მითხრა, რომ მოდი გავტესტოთო და მეო დავაკვირდებიო, რამდენად მინდა შენთან ერთადო... სატესტო რეჟიმში რომ გსვამენ, უკვე ძალიან იძაბები და უკვე ისეთ პოზიციაში ხარ, რომ რაღაცა ვიღაცამ უნდა დაგაქასთინგოს რა ასე ვთქვათ. სატესტო რეჟიმში ის ექვსი თვე ჩემთვის იყო ძალიან რთული იმიტომ, რომ ყველაფერი, რამე პატარა ხარვეზი თუ იქნებოდა, ამას გიორგი თითქოს აფიქსირებდა, რომ აი რაღაცა არ გამოგდის... არ ვიცი რა ჭირს. აი ცოტა ეგოიზმში აქ ამ პერიოდში ეს ყველაფერი და მე ვერ ვცნობ ჩემს საყვარელ მეგობარს... მენტალური ჩავარდნები სწორედ აი ამ პერიოდიდან დაიწყო. ეს ჩემი ადამიანი, რომელიც ყოველთვის იყო ჩემიანი, უცბად გახდა ხისტი, ცივი და ცინიკური. ძაან დამარტყა ამან, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა ადგილები, სადაც ძაან მოწყვლადები ვართ და ეს იარა, რომელიც გახსნილი მქონდა... მეგონა, რომ მას უყვარს ეგეთი მარი ნაკანი, როგორი მარი ნაკანიც ვარ მე. გასაგებია, რომ ვიღაცისთვის მიუღებელი ვარ, რა თქმა უნდა, არც მინდა რომ ვიყო სტანდარტულად იდეალური, მაშინ გამოდის, რომ მე ვარ რობოტი და ჩემს თავს არ ვუსმენ, რაც მე მინდა, რომ ვაკეთო... მე მეგონა, რომ გიორგის ჩემი ეს თავისუფლება, ეს სიხალასე თუ რაღაცა სიმსუბუქე, სიგიჟე მიღებული აქვს, რომ მე ვარ არტისტი, მე ვარ ფოტოგრაფი და ფოტოგრაფი ვერ იქნება ძალიან, ასე ვთქვათ, ჩარჩოებში. თვითონაც არ არის მე მგონი ისეთი სტანდარტული, ჩარჩოს ადამიანი... დღემდე მე ჯერ კიდე გაურკვევლობაში ვარ, რა დაემართა ამ ადამიანს. მგონია, რომ მაინც ამპარტავნება, იმიტომ რომ ბოლო ხანებში იმდენ სხვადასხვა წარმატებას მიაღწია თავის არქიტექტურულ ჟანრში, უცხოელებმაც წაიყვანეს, წამოიყვანეს, იქ პრიზი, იქ ჯილდო, და მე მგონია, ცოტა დაავიწყდა მანამდე ვისთან ერთად იყო ეს წლები, სულ რომ რწყილი და ჭიანჭველასავით ვიყავით და მიატოვა თავისი ჭიანჭველა...
ძალიან დისტანცირდა... მერე მითხრა რომ აი, სანამ შენ მენტალურ სტაციონარში იქნები, ეგეთი სატესტო რეჟიმის გეგმა იყო, თუ გაივლი აი ამ რაღაცებს, მერე წავიდეთ საბერძნეთშიო... მე ძაან მიყვარს მითოლოგია ბავშვობიდან და ერთი სული მქონდა როდის წავიდოდი საბერძნეთში...
რაღაც პირობები ჰქონდა დადებული, რომ ურთიერთობა გაგრძელებულიყო. როგორ პირობებშიც ვიყავი, ძალიან მკაცრში და ძალიან მკაცრად მოჩარჩოებულში, არ ვიცი, ასე რატომ გადაწყვიტა, მეგობრულად ძაან საწყენია, თორემზე აღარ არის საუბარი ქალზე... მეგობარი ამას არ იმსახურებს, რომ შენ უცებ დაუწყო გატესტვა, როცა მანამდე ყოველთვის ისეთი იყო, როგორიც მიღებული გყავდა და მე მგონია, რომ მანდ მესამე ადამიანის ამბავი არის, იმიტომ რომ გიორგი ასე არასდროს არ გაცივდებოდა ჩემს მიმართ...
მე ყოველთვის ჩემში ვეძებ ყოველთვის პრობლემებს, ყოველთვის ჩემი თავის გაუმჯობესებაზე ვმუშაობ, მე ვიღებ ჩემს თავზე და ჩემს ნაბიჯებზე პასუხისმგებლობას, მაგრამ ფაქტია, მე რომ სტაციონარში დავწექი, მესამე კვირას რომ უნდა გავფრენილიყავით, გიორგი აბარგდა, სახლიდან წავიდა და საბერძნეთში წავიდა უჩემოდ... მანამდე რომ მე ველოდებოდი და ვიცოდი, რომ აი გამოვალ და წავალთ, ვოცნებობდი აი, ამ მაკროპოლისის ნახვაზე, იქ სხვადასხვა გადაცემას ვუყურებდი... უკვე მოლოდინის რეჟიმში რომ ხარ, მენტალურადაც მზად ყოფნაში ხარ რაღაცა სიხარულისთვის და უცებ ვნახულობ სთორის, რომ წასულია სახლიდან, ნივთები წაღებულია... მე რომ დავბრუნდე სტაციონარიდან, დავრჩი მარტო და უსამართლობის შეგრძნებამ ძაან დამარტყა...

ცნობისათვის, მარი ნაკანიორი შვილის დედაა. უფროსი, ლიტა თავაძე, რომელიც მსახიობი და მოდელია, პირველ მეუღლესთან შეეძინა.

მეორე გოგონა, სოფო კი - გიორგი მამასახლისთან ქორწინებაში.

image-1720446456-1772024744.png

ერთხელ გიორგის გაცნობის ამბავს ასეიხსენებდა:

"არ ვიღებდი ჩემს თავს, გარეგნობას და ხმას. პოპულარობასთან ერთად, ჩემი კომპლექსები ძლიერდებოდა და ხალხის გარკვეული ნაწილის მხრიდან ჩემი დაცინვაც. მაგრამ არ გავტყდი და გადავწყვიტე, შემეცვალა ჩემი ბედი. ნელ-ნელა მაყურებელმა, რომელიც თავიდან დამცინოდა, ჩემი მოსმენა დაიწყო. მე გავძლიერდი, ვისწავლე სირთულეების გადალახვა და ამაში ჩემი ქმარიც დამეხმარა. როცა გოგა გავიცანი, ლიტუკა სამი წლის იყო. მაშინ საქართველოში პირველ რეალითი-შოუში, „ჯეო-ბარში“ ვმონაწილეობდი და ჩანაფიქრი მქონდა, რომ ჩემს პირველ ქმარს, ლიტუკას მამას, ტელევიზორში დავენახე და შემრიგებოდა. ცოტამ თუ იცოდა, რომ მაღალი რეიტინგის მიღმა, მაშინ ოჯახურ კონფლიქტებს, დედამთილთან უთანხმოებებს და ნაადრევად დაქორწინების სირთულეებს გავდიოდი.

მოულოდნელად მოვლენები შემოტრიალდა, როდესაც ჩემმა ახლანდელმა ქმარმა რეალითი-შოუში დამინახა და ეკრანიდან შემიყვარა. მაშინ მე მას არ ვიცნობდი, მას კი, თურმე, უკვე ვუყვარდი. ბევრი მცდელობის მიუხედავად, პირველ ქმართან ოჯახი ვერ შევინარჩუნე. მაშინ მარტოხელა დედა ვიყავი და ვეძებდი სამსახურს. დავრეგისტრირდი ფოტოგრაფების ფორუმზე. სად იყო "ფეისბუქი" და "ინსტაგრამი". კოლეგებმა მირჩიეს ქართული ფოტოფორუმი „ბოკე“. ჩემმა მომავალმა ქმარმა, რომელიც აღმოჩნდა ამ ფორუმის მოდერატორი, შემომთავაზა ფოტოშოპის სწავლება, ეს იყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი.

ჩვენ 20 წელია, რაც ერთად ვართ. ეს ურთიერთობა ადვილი არ იყო ჩვენთვის. ორივე ლიდერი ვართ, ხშირად ვჩხუბობდით. გარშემომყოფებისთვის ჩვენი ფოტოსესიები ერთგვარი შოუ იყო, სადაც, ნაკანი-მამასახლისის კინკლაობის მიუხედავად, ჩვენ სიცილსა და აღტაცებას ვიწვევდით ხალხში. საბოლოოდ, ჩვენ ერთად გავიზარდეთ და გადავლახეთ სირთულეები. დღეს ერთგული მეგობრები ვართ და გვესმის დროისა და არჩევანის ფასი. სამჯერ დავშორდით და მაინც ავირჩიეთ ერთმანეთი. უფრო და უფრო ვაფასებთ ერთმანეთს და განშორება გახდა ის კატალიზატორი, რამაც გვიბიძგა, გადაგვეხედა იმ ზიანისთვის, რაც ერთმანეთს მივაყენეთ და შეგვექმნა ერთობლივი ცხოვრების უკეთესი ვერსიის შესაძლებლობა".

გიორგიმ მთხოვა, მემკურნალა, და დამპირდა, მერე ერთად წავიდოდით საბერძნეთში... ვალენტინობაზე მარტო წავიდა და დამტოვა, დამშორდა... - მარი ნაკანი ქმართან დაშორების მიზეზებზე
დედას მუცელში რომ იყავი, გელაპარაკებოდი და ძაან გელოდებოდი, სანამ გაჩნდებოდი... - მარი ნაკანის და მისი ქალიშვილების ემოციური ინტერვიუ, ცრემლების თანხლებით