უვნებელია თუ არა პლასტმასის ბოთლი ახალშობილისთვის? - მითი და რეალობა - მშობლები

უვნებელია თუ არა პლასტმასის ბოთლი ახალშობილისთვის? - მითი და რეალობა

2026-03-11 14:37:04+04:00

პლასტმასის ჭურჭლისა და კონტეინერების რეგულარულ გამოყენებასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელდა არაერთი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ მათი მიკრონაწილაკები აკუმულირდება ორგანიზმში და იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს, უარყოფითად აისახება ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და სხვა. თუმცაღა კვლევებითვე დასტურდება, რომ პლასტმასის ჭურჭელი განსხვავდება ხარისხის მიხედვით და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად წარმოებული პროდუქტი სრულიად უსაფრთხოა როგორც ბავშვის, ასევე ზრდასრულის ჯანმრთელობისთვის, რეგულარული მოხმარების შემთხვევაშიც კი.

მაღალი რეპუტაციის საბავშვო ბრენდები, რომლებიც საკვებისთვის განკუთვნილ პროდუქციას ხანგრძლივი და სანდო კვლევებისა და რეგულაციების გათვალისწინებით აწარმოებენ, ფართოდ გამოიყენება ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, იტალია (ქვეყნები, სადაც მდგრადი წარმოება და გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა). საფრანგეთში დაფუძნებული კომპანიები DODIE და Luc et Lea სწორედ იმ ბრენდებს შორისაა, რომლებიც ევროკავშირის უმკაცრესი რეგულაციების გათვალისწინებით აწარმოებენ ბავშვის მოვლისა და კვებისთვის განკუთვნილ საშუალებებს, მათ შორის საწოვარებსა და ბოთლებს.

589945408-1317426896885281-1246388341013417501-n-1773225898.png

მათი საკვების ბოთლები მზადდება მხოლოდ მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალისგან, რომელიც რეაქციაში არ შედის საკვებთან, არის გამძლე, სრულიად უსაფრთხო და არ შეიცავს BPA-ს ანუ ბისფენოლ A-ს. აღნიშნული ქიმიკატი ფართოდ გამოიყენება პლასტმასის ნივთების წარმოებაში და სწორედ მისი ორგანიზმში მოხვედრა იწვევს ჰორმონალურ დისბალანსსა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს.

649023435-1634054354286066-5534254889681533858-n-1773225898.jpg

შესაბამისად, მითია, რომ პლასტმასის ყველა პროდუქტი მავნეა ჯანმრთელობისთვის. DODIE-სა და Luc et Lea-ს საბავშვო ბოთლები მზადდება პოლიპროპილენის (PP) ან პოლიამიდისგან (PA), რომლებიც სრულიად უსაფრთხო მასალებია საკვების შენახვის ან მოხმარებისთვის. წარმოების ყველა ხაზში ბრენდები იყენებენ კლინიკურად შემოწმებულ მასალებს, რომლებიც შემდეგ დამატებით ტესტირებას გადის და მოწმდება მაღალ ტემპერატურასა და გამძლეობაზე (ბრენდები დამატებით ამოწმებენ, შეიძლება თუ არა დაიხაზოს ან გატყდეს ბოთლი, შეიძლება თუ არა მიკროპლასტმასის ნაწილები გავრცელდეს მისგან). თითოეული ხაზი, რომელიც აფთიაქებისა და მაღაზიების თაროებზე ხვდება, სრულიად უსაფრთხოა პატარებისთვის.

649119219-949892384262391-3173219825239478420-n-1773225898.jpg

ფრანგული ბრენდების, DODIE-სა და Luc et Lea-ს ბოთლების დიზაინი შექმნილია მისი კომფორტულად მოხმარებისთვის. ამასთან, თითქმის ყველა პროდუქტს აქვს კოლიკის საწინააღმდეგო სარქველი, რაც ამცირებს შეწოვილი ჰაერის რაოდენობას საჭმლის უკეთესი მონელებისა და აირების დაგროვების თავიდან ასაცილებლად. ბოთლების სიმსუბუქე და ერგონომიული დიზაინი მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.

რჩევები, როგორ მოვუაროთ ბავშვის ბოთლებს:

როგორც აღვნიშნეთ, პირველი ეტაპი ხარისხიანი პროდუქტის შერჩევაა და რეკომენდებულია, ყურადღება მივაქციოთ, რომ ბოთლი არ შეიცავდეს ბისფენოლ A-ს (შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს BPA Free). მომდევნო ეტაპი კი უკვე სწორად მოვლაა:

  • არ შედოთ ბოთლი ღუმელში - მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ტემპერატურას გაუძლოს, დროთა განმავლობაში პლასტიკი მაინც დაზიანდება და ფორმას დაკარგავს.
  • ყოველთვის შეამოწმეთ ნაკაწრებზე - დროთა განმავლობაში, ყველა ნივთი ზიანდება. როგორც აღვნიშნეთ, ხარისხიან პლასტმასის ბოთლებს მოხმარების ხანგრძლივი ვადა აქვს და სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ თუ მაინც გგონიათ, რომ წმენდისას ან მოხმარებისას დააზიანეთ, რეკომენდებულია, გადაამოწმოთ ნაკაწრებზე. აღსანიშნავია, რომ BPA-სგან თავისუფალი ბოთლები არ ავრცელებს ორგანიზმში მიკროპლასტიკს, თუმცა ნაკაწრებში შეიძლება ჩაჯდეს საკვების ნარჩენები, რაც ბაქტერიის დაგროვებას იწვევს. გადამოწმების მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს.

თუ არჩევანს მაინც მინის ბოთლებზე აკეთებთ, როგორც Lue et Lea, ასევე DODIE გთავაზობთ სხვადასხვა ზომისა და ერგონომიული დიზაინის პროდუქტებს, რომლებიც ასევე კლინიკურად არის შემოწმებული მავნე ქიმიკატებზე. შესაბამისად, შეგიძლიათ არჩევანი თქვენი გემოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად შეაჩეროთ, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, რეგულაციების დაცვით წარმოებული პლასტიკის საბავშვო პროდუქცია სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

R