2025 წლის 22 დეკემბერს ნუკი კოშკელიშვილი მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის ამერიკელ მეუღლეს, ბენს, მეორე ვაჟი შეეძინათ. ბიჭუნას შიო რიუვენი დაარქვეს.
ნუკი მაშინ წერდა:
„დილის 5 საათზე დამეწყო ტკივილები, არ მოგატყუებთ, მეგონა, ამასაც წინა ორსულობის მსგავსად დაჩქარებით გავაჩენდი. ვითმინე გათენებამდე, გამთენიისას ბენსაც გავაგებინე და დავიწყეთ ათვლა. ამერიკაში რეკომენდაცია მიხვიდე სამშობიაროში თუ:
ა) დაღვარე წყლები
ბ) გაქვს 5 წუთში ერთხელ ტკივილები ერთი საათის განვმალობაში
გ) ტკივილი გაქვს ისეთი, რომ საუბარი გიჭირს.
რომ გათენდა, ბენი გავუშვი სამსახურში. უცბად გადავივლე, თმა დავივარცხნე, მაკიაჟი გავიკეთე და ვეცი შეკვეთებს, რომ ჩამორჩენა და დაგვიანება არ გვქონოდა. ბოლო შეკვეთებზე უკვე ვყმუოდი და ბენს დავურეკე, მალევე მოვიდა და წავედით.
უცნაურია, კვდები ტკივილისგან და დარდობ ხომ არ წამოიყვანე ქმარი ტყუილად სამსახურიდან, ტყუილად ხომ არ მოვედი სამშობიაროში, ამდენი ადამიანი შევაწუხე, თუ მარტო მე მჭირს ეს?
გასინჯვის მერე დამიდასტურეს, კიდევ კაი მოხვედიო... მოვედი და დავრჩი.
ეპედურალურ გაყუჩებას მე დიდ რეკომენდაციას ვუწევ, მას მერე, რაც გავყუჩდი, დაიწყო არხეინად გართობა, ვიცინეთ კიდეც, ვიხუმრეთ კიდეც და ბოლოს შიოც გავიცანით.
ვლოგს ვიღებ და სახლში რომ მივალ, აუცილებლად დავდებ ამ დღეებში, ახლა კვლავ სამშობიაროში ვარ, ბენს სძინავს, შიო ჭამს, მე კიდევ ორი წუთი მოვნახე, რომ მოგაყაროთ ფოტოები. ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის და გულშემატკივრობისთვის".
ნუკიმ ამერიკაში იმშობიარა და იქიდანვე აქვეყნებს ახალ-ახალ ვიდეოებს და ფოტოებს პატარებთან ერთად. ნუკის თავისი კოსმეტიკური ბრენდი აქვს და ცდილობს, დიასახლისობასთან და შვილების მოვლასთან ერთად, ეს საქმეც შეითავსოს. სამზარეულოში მეუღლე ბენი ძალიან ეხმარება. ნუკი ამბობს, რომ ერთი წელია ფაქტობრივად ბენი აკეთებს საჭმელებს. თანაც, უყვარს ქართული სამზარეულო და ხშირად ამზადებს ქართულ კერძებს (იხილეთ ვრცლად).
პატარა შიო უკვე წამოიჩიტა. უფროსი ძმა, ოლივერი, მის მიმართ დიდ მზრუნველობას იჩენს და ნუკი ხშირად აქვეყნებს ძმების ემოციურ ფოტოებს თუ ვიდეოებს. ამჯერადაც გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ უკითხავს ოლივერი უმცროს ძმას წიგნს.
ოჯახურ კადრებში ნუკის უმცროსი დაც ჩნდება - ბუბუ ნუკისთან არის ეს ბოლო პერიოდი და პატარებთანაც ეხმარება.
ბლოგების ჩაწერისას თუ კოსმეტიკური შეკვეთების მიტან-მოტანისას ნუკის ფაქტობრივად სულ თან ახლავს პატარა შიო - ან მუცელზე ჰყავს დაკიდებული, ან ხელში უჭირავს. ამაზე არაერთხელ დაუსვეს შეკითხვა გამომწერებმა კომენტარებში და ნუკიმ აღნიშნა, რომ შიო ტირის, თუ დედასთან არაა და ამიტომ უწევს ასე, მასთან ერთად საქმეების კეთება.
ბოლო პერიოდში ნუკიმ იმიჯიც მკვეთრად შეიცვალა - წარბები გაიღიავა და ბევრ კომპლიმენტს იღებს ამასთან დაკავშირებით.