ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლის, ნიცა თავაძის მიერ გამოქვეყნებული პატარა დანიელის ვიდეოს geo-team-ი ავრცელებს, წლი-ნახევრის ნიჭიერი დანიელი დედას უშეცდომოდ უსახელებს ცნობილ ფეხბურთელებს.
როგორც ცნობილია, დანიელი მამის ყველა თამაშს, სანაკრებო იქნება თუ ფრანგულ გუნდ „პსჟ"-ში, ან სტადიონზე ესწრება, ან ტელევიზიით ადევნებს თვალს და მამას გოლებს გულშემატკივრობს.




აგვისტოში დამიანე 1 წლის გახდა. წყვილმა პატარას თემატური დაბადების დღე გადაუხადა და, რასაკვირველია, დათუნიებისა და ბუშტების გარდა, ფეხბურთის ბურთებიც დომინირებდა.


მას მერე, რაც ხვიჩა "პსჟ"-ში გადავიდა სათამაშოდ და ოჯახით პარიზში დასახლდა, მისი მშვენიერი მეუღლე ნიცა თავაძე უფრო აქტიურად გამოჩნდა. შვილის გაჩენის შემდეგ ნიცა ფორმაშიც მალე ჩადგა და ჯერ ფრანგული გამოცემისთვის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, მერე კი პარიზში, PSG-ს ყოველწლიურ საქველმოქმედო გალასაღამოზე გამოჩნდა.






