"ვეუბნები, ასე არ შეიძლება, მე ხომ დედაშენი ვარ შვილო...ფიზიკურად მისწორდება" - ვენერა ობოლაშვილის თქმით, მასზე ვაჟი ძალადობს - მშობლები

"ვეუბნები, ასე არ შეიძლება, მე ხომ დედაშენი ვარ, შვილო... ფიზიკურად მისწორდება" - ვენერა ობოლაშვილის თქმით, მასზე ვაჟი ძალადობს

2026-03-12 17:17:27+04:00

ცნობილი დამნაშავე, მკვლელი და ყოფილი პატიმარი, ვენერა ობოლაშვილი, რომელიც 13-წლიანი პატიმრობიდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა, ამბობს, რომ მასზე შვილი ძალადობს. ამის შესახებ ვენერა ობოლაშვილმა კურიერი P.S.-თან ინტერვიუში განაცხადა, რომლის ანონსიც სოცლურ მედიაში გავრცელდა.

"ვეუბნები, ბიჭო, ასე არ შეიძლება, მე ხომ დედაშენი ვარ შვილო... ნახევარი მსოფლიო მიცნობს და პატივსა მცემს, მე ხომ ძალიან ბევრი ფანები მყავს-მეთქი... ფიზიკურად მისწორდება..."- ამბობს ვენერა ობოლაშვილი.

აღიარების მიხედვით, ვენერა ობოლაშვილი სერიული მკვლელია. მან ბინის გაყიდვის მიზნით ნაცნობი ქალი მოკლა. ასევე აღიარა ერთ-ერთი ქმრის და მეგობარი მამაკაცის მკვლელობა, მაგრამ მტკიცებულებების ნაკლებობის გამო მას ბრალი არ წაუყენეს. სასამართლომ ის მხოლოდ ერთ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2023 წელს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

ობოლაშვილის ცხოვრების შესახებ საჯაროდ ბევრი ცნობა არ არსებობს. ის 72 წლისაა. დაქორწინებული იყო სამჯერ. ჰყავს სამი შვილი. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, დამთავრებული აქვს უნივერსიტეტი და ჰქონდა სტომატოლოგის ლიცენზია.

2023 წელს, როცა ციხიდან გამოვიდა, ექსკლუზიური ინტერვიუ "კურიერი P.S. -ს მისცა. მან ჩადენილ დანაშაულებებზე და ციხეში გატარებულ წლებზე ისაუბრა.

"პატიმარ ქალებს, თავიდან რომ შევედი, თითქოს რაღაც შიში ჰქონდათ, მერიდებოდნენ, მაგრამ ვინც გამიცნო, ყველა ჩემი მეგობარი გახდა, ყველას ძალიან ვუყვარდი. 2 უმაღლესი განათლება მაქვს, ორივე რუსეთში მიღებული. ერთი როსტოვის კინიგზის სატრანსპორტო ინსტიტუტი - ავტომატიკა, ტელემექნაიკა, მეორე კრასნოდარის - აგრობიოლოგიც ვარ. [ციხეში] 27 სერტიფიკატი ავიღე, ქართული, ინგლისური, გერმანული, მებაღეობა, ვიარე ჭრაკერვაზეც, ეს ბებიასგანაც ვიცოდი. თანამედროვე მანქანაზე კერვა ვისწავლე. ზონაში მე მკერავი ვიყავი. ყველას ვუკერავდი, კაბა იყო, გადაკეთება იყო, დაგრძელება, დამოკლება. სათამაშოების კერვაც ვიცი. მაქვს სერტიფიკატები - სტილისტი, მასაჟისტი. ყველაფერი თუ რამე არსებობს, ტრენინგი არ ყოფილა ისეთი, რომ მე გამეცდინოს." - ამბობდა ვენერა ობოლაშვილი.