მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად, ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
20 წლის ლიკა ტალახაძემ ორი კვირის წინ სენაკის სამშობიაროში იმშობიარა, სამი დღის წინ კი თავი ცუდად იგრძნო. გოგონა ქუთაისში, კლინიკაში "ბომონდში" გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და მომხდარის გამოძიებას მოითხოვენ.
"ორი კვირის წინ გაიკეთა საკეისრო კვეთა სამეგრელოში, კლინიკის სახელი არ მახსოვს, შეეძინა პატარა, ბიჭი დაიბადა, იოანე. გაწერეს კლინიკიდან და სახლში იყო. სენაკში იყო გათხოვილი. სამი დღის წინ შეუძლოდ გახდა და ქუთაისში, კლინიკა ბომონდში გადაიყვანეს. წუხელ გვიან დამძიმდა და ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ. მეტი ჩვენც ჯერჯერობით არაფერი ვიცით, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ის ვიცით, რომ რომ იმშობიარა და კლინიკიდან გაწერის შემდეგ სიცხეები ჰქონდა და ბოლო შეუძლოდ გახდა.