ევროპის გოგოების ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EGOI) არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ასპარეზი, რომელიც სპეციალურად საშუალო სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის შეიქმნა. მისი სტრუქტურა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის (IOI) მსგავსია და მიზნად ისახავს ტექნოლოგიურ სფეროში ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენასა და ქალთა როლის გაძლიერებას. 2026 წლის ოლიმპიადისთვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაშია. ის მაისში იტალიაში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ EGOI 2021 წლიდან ტარდება, საქართველოს ნაკრები კი 2022 წლიდან მონაწილეობს. ჩვენს ქვეყანას მოგებული აქვს: 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი. მიმდინარე წელს ეროვნული ნაკრების ფორმირებასა და გადამზადებას ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახორციელებს. ეს არის BTU-სა და „თიბისის“ ერთობლივი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი პლატფორმის შექმნას ისეთი ჩემპიონატებისთვის, როგორიცაა: EGOI, IOI (მსოფლიო ოლიმპიადა), EJOI (ახალგაზრდული) და IOAI (ხელოვნური ინტელექტი).
მსურველებისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. პირობები კი ასეთია:
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების შერჩევის შემდეგ ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს მათ მომზადებას. ჰაბის ფარგლებში, BTU კოორდინირებას უწევს მოსამზადებელ ბანაკებს, ტრენინგებსა და მენტორულ პროგრამებს, სადაც ჩართულნი არიან დარგის წამყვანი სპეციალისტები და გამოცდილი მწვრთნელები.
ტექ ოლიმპიადების ჰაბის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ICT ასოციაცია და წამყვანი კომპანიები: ლინეიტი, ეპამი და ბლოქსი.
აქვე გიზიარებთ სარეგისტრაციო ბმულს.
R