საკეისროს შემდეგ დაუდასტურდა მწვა­ვე ქი­რურ­გი­უ­ლი პა­თო­ლო­გია - კლინიკა გარდაცვლილ 20 წლის პაციენტზე განცხადებას ავრცელებს - მშობლები

საკეისროს შემდეგ დაუდასტურდა მწვა­ვე ქი­რურ­გი­უ­ლი პა­თო­ლო­გია - კლინიკა გარდაცვლილ 20 წლის პაციენტზე განცხადებას ავრცელებს

2026-03-13 14:21:37+04:00

კლინიკა "ბომონდი“ ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილი 20 წლის პაციენტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ პაციენტს მწვავე ქირურგიული პათოლოგია დაუდასტურდა, ოპერაციის მიმდინარეობისას კი გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა განვითარდა.

"პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა „ბომონდში“, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში. პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. "კლინიკა ბომონდში” პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია.ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. "კლინიკა ბომონდი” უსამძიმრებს, პაციენტის ოჯახს“,- ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 20 წლის ლიკა ტალახაძემ ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა, რამდენიმე დღის წინ კი მისი მდგომარეობა გართულდა და ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარის გამო, ხმაური იყო ექსპერტიზის ბიუროსთან. ახლობლები, ქალის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

კლინიკიდან გაწერის შემდეგ სიცხეები ჰქონდა... წუხელ გვიან დამძიმდა - 20 წლის გოგო მშობიარობიდან 2 კვირაში გარდაიცვალა