კაბა ყოფილი ქმრის მიერ საყვარლებისთვის ნაყიდი საჩუქრების ქვითრებით... - ფრანგმა მომღერალმა მსოფლიო აალაპარაკა. ქალები მის მხარეს არიან - მშობლები

კაბა ყოფილი ქმრის მიერ საყვარლებისთვის ნაყიდი საჩუქრების ქვითრებით... - ფრანგმა მომღერალმა მსოფლიო აალაპარაკა. ქალები მის მხარეს არიან

2026-03-13 15:05:38+04:00

მომღერალმა ლილი ალენმა მსოფლიო აალაპარაკა. მისი სასცენო სამოსი სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. კაბის გრძელ კიდეზე გამოსახული იყო ქვითრები მისი ყოფილი ქმრის, დევიდ ჰარბორის, საყვარლებისთვის გაკეთებული საჩუქრების ქვითრები.

ალენს კაბა გლაზგოში გამართულ კონცერტზე ეცვა, რომელიც მისი მსოფლიო ტურნეს ერთ-ერთი პირველი შოუ იყო და ალენის ჰარბორთან მტკივნეულ დაშორებას ეძღვნებოდა.

სიმღერის „4Chan Stan“ შესრულებისას, რომლის ტექსტშიც ქმრის საყვარლისთვის ნაყიდი ძვირად ღირებული საჩუქრებია მოხსენიებული, ალენი ქვითრებითა და შენიშვნებით ამოტვიფრულ ქსოვილში გაეხვია.

645114705-1429634138811505-6222201071987908572-n-1773401083.jpg

def25db505f3b0f76eef92d19da27e7f-ce-1080x720x0x360-cropped-1332x888-1773401084.webp

გულშემატკივრები აღფრთოვანებულები იყვნენ სამოსით. განსაკუთრებით ქალები უცხადებენ სოლიდარობას ლილის. სოციალურ მედიაში ალენის შემოქმედებითი მიდგომა აქებენ და სამოსს პრინცესა დიანას ცნობილ „შურისძიების კაბას“ ადარებენ, რომელიც მან პრინცი ჩარლზის მიერ კამილა პარკერ ბოულსთან ღალატისა და რომანის საჯაროდ აღიარების შემდეგ ჩაიცვა.

41aec0a52ec4722a3887823711d2787b-cropped-510x1187-1773401363.webp

West End Girl ალენის პირველი ალბომია შვიდი წლის შემდეგ. ის 14 ტრეკს შეიცავს და მომღერალმა დაშორებიდან სულ რაღაც ათ დღეში ჩაწერა, რის შემდეგაც მისი გამოსვლისთვის მზადება დაიწყო. ასევე ცნობილია, რომ დაშორების შემდეგ, ნერვული აშლილობის გამო, იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.

cbfce8b908b3a727affd0f7aa45d8c7d-cropped-1332x1998-1773401084.webp

ქალი, რომელმაც ქმრის საყვარელს ცეცხლი წაუკიდა, ამბობს, რომ ნანობს ამ საქციელს, დაზარალებულების ახლობლები კი ქმრის დასჯას ითხოვენ
შაკირას შვილები დედასთან ერთად ამღერდნენ და მაყურებელი აატირეს - ქმრის ღალატის მერე შაკირას შვილები აძლიერებენ. მათ გამო ვარ ცოცხალი...