“ფეისბუქის გვერდი გაუტეხეს და მისი სახელით ატვირთეს ფოტოები" - კახეთში მომხდარი დანაშაული, რომელმაც 32 წლის ბიჭი თვითმკვლელობამდე მიიყვანა - მშობლები

“ფეისბუქის გვერდი გაუტეხეს და მისი სახელით ატვირთეს ფოტოები" - კახეთში მომხდარი დანაშაული, რომელმაც 32 წლის ბიჭი თვითმკვლელობამდე მიიყვანა

2026-03-13 19:01:19+04:00

ლაგოდეხში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის შესახებ AMBEBI.GE-სთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ცნობილია, 32 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს. შემთხვევა ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

"ახალგაზრდა, 32 წლის ბიჭია დაღუპული. როგორც ვიცით, დაკავებულებიდან ერთი თბილისელია, მეორე - გორელი. ვიცი, რომ გ-ს (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ - ავტ) ფეისბუქის გვერდი გაუტეხეს და მისი სახელით ატვირთეს ფოტოები. შემდეგ რაც მოხდა, ყველამ იცის" - გვიყვებიან ადგილობრივები.

რას ამბობს შსს მომხდარზე:

როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა, ანგარებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. დაკავებულები არიან 2006 წელს დაბადებული ნ.გ. და 2007 წელს დაბადებული ნ.მ. განაგრძეთ კითხვა