ტაბახმელაში გუშინ სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს. ქალს სავარაუდოდ, იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. ის ერთ-ერთ კერძო სკოლის პედაგოგი იყო.
ადგილზე ნახეს ქალის ავტომობილიც, სადაც მისი ცხედარი იყო ნაპოვნი. როგორც ცნობილია, ქალის ძებნა გუშინ დილიდან დაიწყეს, მას შემდეგ, რაც ის სკოლაში არ გამოცხადდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.გარდაცვლილი ქალი ელენე ჯანჯღავაა.
"ელენე ჩვენი კოლეგა და კარგი მეგობარი იყო. არც ჩვენ ვიცით არაფერი მომხდარზე. ძალიან წარმატებული ადამიანი იყო. მე მოწყენილი ელენე არასდროს მინახავს. ძალიან პოზიტიური, ძალიან მხიარული, კომუნიკაბელური გოგო იყო. ნიუტონის თავისუფალ სკოლაში მუშაობდა და პირველ გაკვეთილზე რომ არ მოვიდა, დაიწყეს ძებნა. რადგან არასდროს არ მოქცეულა ისე, რომ არ ჩაეყენებინა ადმინისტრაცია საქმის კურსში. წავკისში ცხოვრობდა, თავისი მანქანა ჰყავდა და დადიოდა თავისი მანქანით სკოლაში, დაახლოებით 10 საათის შემდეგ, უკვე აქტიურად ჩაერთო ყველა მასწავლებელი მის ძებნაში და ყველა ცდილობდა მასთან დაკავშირებას.