ბექჰემების 14 წლის ქალიშვილმა, რომელსაც სექსუალური ჩაცმულობის გამო აკრიტიკებდნენ, ამჯერად სრულიად არაბავშვური საქმიანობა წამოიწყო - მშობლები

ბექჰემების 14 წლის ქალიშვილმა, რომელსაც სექსუალური ჩაცმულობის გამო აკრიტიკებდნენ, ამჯერად სრულიად არაბავშვური საქმიანობა წამოიწყო

2026-03-14 11:19:08+04:00

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ერთადერთი ქალიშვილი, ჰარპერი, საკუთარ კოსმეტიკურ ბრენდს ქმნის, რომელიც ძირითადად თინეიჯერებზე იქნება გათვლილი. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Sun წერს.

წყაროს ინფორმაციით, ცნობილ წყვილის ქალიშვილმა გასულ წელს უკვე დაარეგისტრირა საკუთარი კოსმეტიკური ხაზის სავაჭრო ნიშანი — HIKU by Harper. რამდენიმე დღის წინ კი ჰარპერმა მშობლებთან ერთად ბრენდის პირველი სარეკლამო კამპანიის ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.

ჰარპერს უკვე „მომავალ მილიონერს“ და „ბრიტანელ კაილი ჯენერს“ უწოდებენ. შედარება შემთხვევითი არ არის — კაილი ჯენერმაც საკუთარი ბრენდი Kylie Cosmetics ძალიან ახალგაზრდა ასაკში, 18 წლისამ დააარსა და სულ რამდენიმე წელიწადში თითქმის მილიარდერი გახდა.

ინსაიდერის თქმით, ჰარპერის ბრენდი ძირითადად ზუმერებისა და ალფა თაობისთვისიქნება განკუთვნილი. პროექტი შთაგონებულია სამხრეთკორეული კოსმეტიკის ინდუსტრიით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და გავლენიან სფეროდ ითვლება.

befunky-collage-52-1773473141.jpg

ჰარპერ ბექჰემი უკვე აკეთებს პირველ ნაბიჯებს ბიუთი-ბლოგერის მიმართულებითაც და დიდ ბრიტანეთში თინეიჯერ გოგონებში საკმაოდ პოპულარულია. ის ბავშვობიდანვე მოდისა და სილამაზის სამყაროში იზრდებოდა, ამიტომ ბევრს არც კი ეპარება ეჭვი, რომ მისი ბრენდი წარმატებული იქნება.

screenshot-2026-03-14-112920-1773473376.png

„მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ შეძლო დედამ სილამაზის ინდუსტრიაში წარმატების მიღწევა. როგორც მისი ასაკის ბევრი გოგო, ჰარპერიც ძალიან გატაცებულია მოდითა და კოსმეტიკით“, — ამბობს წყარო.

beckham1-gty-ml-241106-1730898680679-hpembed-2-9x14-1773473159.avif

ვიქტორია ბექჰემიც დარწმუნებულია, რომ მისი ქალიშვილი წარმატებას მიაღწევს. გასულ წელს The Sun-თან ინტერვიუში მან ჰარპერს „გენიოსიც“ კი უწოდა. მისი თქმით, ჰარპერი ან სილამაზის ინდუსტრიის მაგნატი გახდება, ან სტენდაპ-კომიკოსი.

კოსმეტიკური ხაზის ოფიციალური გამოშვება მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს იგეგმება. ბრენდის სახელწოდება HIKU იაპონური სიტყვიდან მოდის და ნიშნავს „მიზიდვას“ ან „ყურადღების მიპყრობას“.

25 წელია, ერთსა და იმავე კერძს მიირთმევს ვახშმად - 47 წლის ვიქტორია ბექჰემის მოხდენილობის საიდუმლო და კომპლექსები, რომელთა გამოც ქირურგებს მიმართა

ჰარპერი პრესის ყურადღებას არ უჩივის. გოგონას საჯარო ღონისძიებებზე გამიოჩენის შემდეგ, მისი მშობლები არაერთხელ გაკიცხეს შვილის ასაკისთვის შეუსაბამო ჩაცმულობის გამო. საზოგადოების შეხედულებით, ჰარპერს მეტისმეტად გამომწვევად და "დიდურად" აცვია.

harperbeckham-1773473105.webp

აღსანიშნავია, რომ ბექჰემების ოჯახში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ოჯახის წევრი საკუთარ ბრენდს ქმნის. წყვილის უფროსმა ვაჟმა, ბრუკლინ ბექჰემმა, ცოტა ხნის წინ სოუსების საკუთარი ბრენდი გამოუშვა. თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის მშობლებთან ნაკლებად ურთიერთობს.

ჩემს შვილს ასეთ კაბას არ ჩავაცმევდი... მშობლებმა ჭკუა ვერ ისწავლეს - ბექჰემების 13 წლის ქალიშვილის კაბა ზედმეტად სექსუალურად და ასაკისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს

მედიის ინფორმაციით, ბრუკლინმა და მისმა მეუღლემ, ნიკოლა პელცმა, ოჯახურ ღონისძიებებზე სიარული შეწყვიტეს და სოციალურ ქსელებში ოჯახის წევრებს დღესასწაულებსაც აღარ ულოცავენ. ცოტა ხნის წინ ბრუკლინმა პირველად ისაუბრა ოჯახურ დაპირისპირებაზე და განაცხადა, რომ მის მშობლებს უფრო მეტად „იდეალური ოჯახის იმიჯი“ აინტერესებთ, ვიდრე რეალური ურთიერთობები.

ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი და მომღერალი და დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი (ადამსი) 1999 წლიდან არიან დაქორწინებულები. მათ ოთხი შვილი ჰყავთ — ვაჟები ბრუკლინი, რომეო და კრუზი და ერთადერთი ქალიშვილი, ჰარპერი.