"შვილი რომ არ იყოს, ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნებოდა… უკვე დიდია და ბევრ რამეს მასწავლის…" - პეტრე კოლხი უფროს ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს - მშობლები

"შვილი რომ არ იყოს, ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნებოდა… უკვე დიდია და ბევრ რამეს მასწავლის…" - პეტრე კოლხი უფროს ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

2026-03-14 14:59:12+04:00

პეტრე კოლხი (კვარაცხელია), რომელიც ექვსი შვილის მამაა და ბოლო პერიოდია, ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში, უფროს ქალიშვილს მარიამს დაბადების დღეს საჯაროდ ულოცავს:

"ჩვენ ერთად გავიზარდეთ…. ერთად ვთამაშობდით, საჯაროში ეტლით დამყავდა. ლექციებზე "კენკურუდან” თავს ამოყოფდა, ლექტორი გაეთამაშებოდა, სტუდენტებს ვერაფერს ვაგებინებ, იქნებ შენ მაინც მომისმინოო… ბაღში, აღმზრდელი გამომხედავდა, კართან მარიამის ძმა დგასო, სიტყვას არ შეარჩენდა, ის მამა ბიჭი არისო…. ასე, მამურად და ბიჭურად ბევრი რამ გამოვიარეთ…. მარტივი ხასიათი არ აქვს, მაგრამ ძალიან საინტერესო ადამიანია….

შვილი რომ არ იყოს, ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნებოდა… უკვე დიდია და იმდენად დიდი, ბევრ რამეს მასწავლის….

მისი ბავშვობისდროინდელი ლექსიკონიდან მინდა ვუთხრა - ,,მ ი ტ ა თ ა”

650290686-26303693205922022-7186619226883103052-n-1773487006.jpg

მარიამი, რომელსაც ბევრი იცნობს, როგორც საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანს. ბოლოდროინდელი აქციებიდან ერთ-ერთი ვიდეო, რომელზეც მარიამი, როგორც აქციის მონაწილე სპეცრაზმელთან ერთად იღებს ფოტოს, განსაკუთრებულად პოპულარული აღმოჩნდა და სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა. "ჩემზე უარესი გიჟი შვილი მყავს!.." - წერდა მაშინ პეტრე კოლხი.

petre-kolkhis-shvili-1733400761-1773487007.png

ცოტა ხნის წინ მარიამი ჰამბურგის უნივერსიტეტის მაგისტრანტი გახდა. მარიამი ამავდროულად მარტოხელაა დედაა და ვაჟს - ზუკოს ზრდის.

540833414-4340606989509642-8510258493078166807-n-1773487006.jpg

ტაქსიზე ვზივარ, დილის 6 საათიდან ვმუშაობ... არ მინდა აქ ყოფნა, ჩემი სახლი მენატრება, ჩემი ოთახი, ჩემი ბიბლიოთეკა... - პეტრე კოლხის ამერიკული ცხოვრება