"იმუნური სისტემა ებძვის სიმსივნეს... როგორ გავიუმჯობესოთ იმუნიტეტი კვებით და რა უნდა გავაკეთოთ, რომ სიმსივნე არ დაგვემართოს" - ონკოლოგ მარიამ ჟვანიას რჩევები - მშობლები

"იმუნური სისტემა ებძვის სიმსივნეს... როგორ გავიუმჯობესოთ იმუნიტეტი კვებით და რა უნდა გავაკეთოთ, რომ სიმსივნე არ დაგვემართოს" - ონკოლოგ მარიამ ჟვანიას რჩევები

2026-03-15 09:51:27+04:00

სიმსივნე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე განსაცდელია ჩვენი მოსახლეობსთვის. რა უნდა გავაკეთოთ, რომ სიმსივნე არ დაგვემართოს. თუ არსებობს რაიმე საშუალება, რითიც სიმსივნის განვითარების რისკებს შევამცირებთ და როგორ გავიაქტიუროთ იმუნური სისტემა, რომ მან სიმსივნური უჯრედები საწყის ეტაპზევე ამოიცნოს და გაანადგუროს - ამ კითხვებს კლინიკური ონკოლოგი მარიამ ჟვანია ონკოპოდკასტში პასუხობს:

"სიმსივნის რისკების შემცირება მართლაც შეგვიძლია და ეს ხდება ორი გზით - პრევენციით და სკინინგით. ავხსნათ, რომელი რას ნიშნავს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციაა. ანუ უნდა გავაკეთოთ რაღაც, რის შედეგადაც შემცირდება კონკრეტული სიმსივნის განვითარების რისკი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ მოვწიოთ სიგარეტი. თუ ეწევით, დღესვე შეწყვიტეთ, რადგან სიგარეტი იწვევს ისეთ მკვლელ სიმსივნეებს, როგორიცაა ფილტვის კიბო, ხორხის კიბო, საყლაპავი მილისა და პირის ღრუს სიმსივნეები. მეორე წონის კონტრლია. არ უნდა გავსუქდეთ, იმიტომ, რომ არსებობს სიმსივნეები, რომლებიც უფრო დიდი წონის ადამიანებს ემართებათ. ამიტომ საჭიროა ვარჯიში, ფიზიკური აქტიურობა და ზომიერი კვება. უნდა მიიღოთ ბოჭკოთი მდიდარი საკვები, ნაკლები პროცესირებული ხორცი. ბოჭკო ამცირებს ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს, ბევრი პროცესირებული ხორცი კი ზრდის ამ რისკს. არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი ჭარბი რაოდენობით, ნარკოტიკი - არასოდეს. განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას ინტრავენურ ნარკომანებზე, რომლებიც ამ პროცესში B და C ჰეპატიტით ინფიცირდებიან, რაც თავისთავად იწვევს ღვიძლის კიბოს. მნიშვნელოვანია ჩავიტაროთ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლითაც 100 %-ით ვიცავთ თავს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან.

ამ ქმედებებით მნიშვნელოვნად ვამცირებთ ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორებიცაა, ფილტვის კიბო, ნაწლავის კიბო, ძუძუს კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლებიც ყველაზე ხშირია და ყველაზე მეტი ადამიანის დაღუპვის მიზეზი ხდება. ამიტომ არ დაიზაროთ, არც ერთი ჩამოთვლილთაგან სირთულეს არ წარმოადგენს, არ არის თანხებთან დაკავშორებული", - ამბობს მარიამ ჟვანია და იმუნიტეტეის თემასაც ეხება.

"იმუნური სისტემა ებძვის სიმსივნეს, როგორ გავიუმჯობესოთ იმუნიტეტი კვებით. ყველას ესმის, რა მნიშვნელოვანია, ჩვენი იმუნური სისტემა იყოს მწყობრში. იმიტომ, რომ იმის გარდა, რომ ის ებრძვის ინფექციებს, ბაქტერებს, ვირუსებს, ის ებრძვის ჩვენს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების განვითარებასაც. ყოველდღიურად ყველა ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება ახალი გადაგვარებული სიმსივნური უჯრედები, რომლებსაც ჩვენი იმუნური სისტემა ამოიცნობს და ანადგურებს. მაგრამ თუ "დაიძვრინა" სიმსივნემ თავი ჩვენი იმუნური სისტემისგან, ამ დრის სიმსივნური უჯრედები გამრავლებას იწყებენ და ესაა სიმსივნის განვითარება. რა შეგვიაძლია გავაკეთოთ, რომ ჩვენი იმუნური სისტემა გავააქტიუროთ.

იმუნური სისტემა ძალიან არის დამოკიდებული იმ გარემოზე, სადაც ვართ, რასაც ვეხებით, რითიც ვიკვებებით. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მისი გააქტიურება დიდწილად ნაწლავში არსებულ მიკრობიომზეა დამოკიდებული - ანუ იმ ბაქტერიებზე, რომლებიც ადამიანს ნაწლავებში აქვს. საუბარია ე.წ. კარგ ბაქტერიებზე და იმაზე, რამდენად მრავალფეროვანია, რა რაოდენობითაა ეს ბაქტერიები. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი იმუნური სისტემის აქტივაციაც.

როგორ გავამრავლოთ ჩვენს ნაწლავში ეს "კარგი" ბაქტერიები? ეს პირველ რიგში დამოკიდებულია იმაზე, რით ვიკვებებით. ადამიანმა დიდი რაოდენობთ უნდა მიიღოს ბოსტნეული და ხილი(რომელიც თერმულად არ არის დამუშავებული), რადგან ბოჭკოვანი საკვები ბაქტერიებს "მოსწონთ" და უფრო მრავლდებიან. განსაკუთრებით სასარგებლოა კენკროვანი ხილი - ჟოლო და მოცვი. კარგი იქნება, თუ ყოველდღიურ მენიუში ამას ჩავრთავთ. ამის გარდა ძალიან სასარგებლოა აჭრილი რძის პროდუქტები - იოგურტი, კეფირი, რომლებიც ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავენ სასარგებლო ბაქტერიებს. ასევე დამჟავებული პროდუქტები ე.წ. მწნილები. კარგი იქნება, თუ ამ ყველაფერს ყოველდღიურად მივიღებთ. ეს არ არის ზღაპარი და ხალხური მედიცინა, ყველაფერი სამეცნიერო მონაცემებზეა დაფუძნებული." - ამბობს მარიამ ჟვანია.

რა გამოკვლევების ჩატარება შეუძლიათ მოქალაქეებს თბილისში უფასოდ? - ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა, ძუძუს კიბოს სკრინინგი, პროსტატის კიბოს მართვა...
არ მიირთვათ ზედმეტად დაბრაწული პური და სხვა პროდუქტები... ასეთი პროდუქტები კიბოს რისკს ზრდის... - მარი მალაზონია