სატელეფონო თაღლითებმა მოზარდი მოატყუეს და დედის მკვლელობის უნებლიე თანამონაწილედ აქციეს - თაღლითობის ახალი სქემა, რომელიც ბევრ ქვეყანაში გავრცელდა - მშობლები

სატელეფონო თაღლითებმა მოზარდი მოატყუეს და დედის მკვლელობის უნებლიე თანამონაწილედ აქციეს - თაღლითობის ახალი სქემა, რომელიც ბევრ ქვეყანაში გავრცელდა

2026-03-15 14:01:38+04:00

სატელეფონო თაღლითები რამდენიმე კვირის განმავლობაში ფსიქოლოგიურად "ამუშავებდნენ" 16 წლის მოზარდს, რის შემდეგაც მოვლენები ტრაგიკულად დასრულდა და ინციდენტს მოზარდის დედა შეეწირა. შემთხვევა მოსკოვში მოხდა, თუმცა საკმაოდ ძარცვის საკმაოდ გავრცელებული ხერხია მთელ მსოფლიოში.

როგორც ტელეგრამ-არხი Shot წერს, თაღლითებმა წინასწარ შეარჩიეს მსხვერპლი და მოქმედება ოჯახის უმცროსი წევრის — 16 წლის გოგონაზე ზემოქმედებით დაიწყეს. წინასწარი ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას უცნობი ადამიანები უკავშირდებოდნენ და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლებად წარუდგებოდნენ. ისინი გოგონას არწმუნებდნენ, რომ მის ოჯახს საფრთხე ემუქრებოდა და მითითებების შესრულებას სთხოვდნენ. ბოლო პერიოდში მსგავსი თაღლითური სქემა საკმაოდ გავრცელებულია — მოზარდებს აშინებენ და მათ დანაშაულებრივი მიზნებისთვის იყენებენ.

1179x641-0xufelusiu-7448148114840778946-1773569416.jpg
ფოტო შემთხვევის ადგილიდან

ერთ მომენტში გოგონას კონკრეტული დავალება მისცეს — გაეღო კარი ადამიანისთვის, რომელიც თითქოს ბინისა და სეიფის „შემოწმებაში“ დაეხმარებოდა. გოგონამ მითითება შეასრულა და ბინაში უცხო მამაკაცი შეუშვა. გამოძიების ვერსიით, მან ბინაში შესვლის შემდეგ ინსტრუმენტის დახმარებით გახსნა სეიფი და ფულისა და ძვირფასი ნივთების ძებნა დაიწყო.

ამ დროს სახლში მოულოდნელად გოგონას დედა დაბრუნდა. ცნობილია, რომ იგი განათლების სფეროში მუშაობდა, ატარებდა კურსებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებას ეხებოდა. გარდა ამისა, ქალი ბიზნესმენი და ანტიკვარული ნივთების კოლექციონერი იყო.

როდესაც ბინის მფლობელმა სახლში უცხო ადამიანი შენიშნა, მათ შორის კონფლიქტი მოხდა. შეტაკების შედეგად ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა.

656x371-0xgumzu3tr-9654804592629616382-1773569450.jpg
ფოტო შემთხვევის ადგილიდან

სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბინიდან რამდენიმე ათასი დოლარი, ძვირფასი სამკაულები და ძვირფასი ლითონების საინვესტიციო მონეტები გაიტანა. სავარაუდოდ, თავდაპირველად დანაშაული მხოლოდ ძარცვას ითვალისწინებდა, თუმცა ვითარება კონტროლიდან გამოვიდა.

ეკატერინას ორი ქალიშვილი დარჩა — 16 და 18 წლის. გამოძიების ცნობით, უმცროსი გოგონა დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა სატელეფონო თაღლითების ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ და ვერ აცნობიერებდა, რომ მათ მითითებებს ასრულებდა. ცნობილია, რომ ის კარგად სწავლობდა სკოლაში, დადიოდა დამატებით გაკვეთილებზე, ასევე დაკავებული იყო ჯაზვოკალით და ცურვით.

1179x632-0xy5ocmfbe-9410433234791284415-1773569463.jpg
ფოტო შემთხვევის ადგილიდან

ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ქალის მეუღლე ქვეყანაში არ იმყოფებოდა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ დამნაშავეებმა შესაძლოა, წინასწარ იცოდნენ მისი გამგზავრების შესახებ და სწორედ ამ გარემოებით ისარგებლეს.

მოგვიანებით სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ დააკავეს ეჭვმიტანილი. ის 20 წლის სპორტსმენი, დანიილ სეკაჩი აღმოჩნდა. დაკავებულის შესახებ ცნობილია, რომ ბავშვობიდან ფეხბურთით იყო დაკავებული. ვარჯიშობდა „რამდენიმე გუნდასი და საფეხბურთო სკოლა ჰქონდა დამთავრებული.

959x1200-1-6fd2d4bf66e7fa806b1a613bf504bfd11023x1280-0xe8lrwfit-7344012284677505028-1773569429.jpg.webp

გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ თავად სპორტსმენიც სატელეფონო თაღლითების გავლენის ქვეშ აღმოჩნდა და მათი მითითებით მოქმედებდა. საფეხბურთო გარემოში მას მშვიდ და წესიერ ახალგაზრდად ახასიათებდნენ. ცნობილია, რომ რამდენიმე წლის წინ ის მძიმე ავტოავარიაში მოჰყვა, რის შემდეგაც სპორტსმენმა სერიოზული ტრავმები მიიღო და დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა.

ბავშვს თავი გადაპარსეს და თვალებთან მენთოლი წაუსვეს, რომ ეტირა - როგორ იყენებენ თაღლითები სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს გამდიდრებისთვის
ცნობილი თაღლითი ქალი, რომელიც თავს დიდგვაროვან ასაღებდა და ხალხს ფულს სძალავდა, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გამოვიდა, ფეხზე ელექტროსამაჯურით - ანა დელვიმ კვლავ აალაპარაკა საზოგადოება
ახალი თაღლითობაა, გირეკავენ სახლის ტელეფონზე, რომ თქვენი ოჯახის წევრს მანქანა დაეჯახა და სასწრაფოდ ფული უნდა გადაურიცხოთ... ყველა გააფრთხილეთ - ინტერნეტსივრცეში მორიგი თაღლითობის შესახებ წერენ