"მამაჩემი ფსიქიატრიულიდან გამოიქცა ერთხელ, მომაკითხა სადაც ვცხოვრობდი... რატომ მომიტაცა, არ ვიცოდი. მაღაზიაში როცა შევარდა, საფეთქელთან მედო თოფი" - მარი ნაკანის მოულოდნელი აღიარება - მშობლები

"მამაჩემი ფსიქიატრიულიდან გამოიქცა ერთხელ, მომაკითხა სადაც ვცხოვრობდი... რატომ მომიტაცა, არ ვიცოდი. მაღაზიაში როცა შევარდა, საფეთქელთან მედო თოფი" - მარი ნაკანის მოულოდნელი აღიარება

2026-03-15 14:17:46+04:00

როგორც ცნობილია, ფოტოგრაფიმარი ნაკანი მეუღლეს - ასევე ფოტოგრაფ გიორგი მამასახლისს დაშორდა. უფრო სწორად, თავად მარის თქმით, გიორგი წავიდა მისგან, თითქმის 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ. მარიმ ეს ფაქტი სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა საზოგადოებას და მას მერეც არაერთი ვიდეო თუ ფოტო გამოაქვეყნა ამ თემაზე. არაერთხელ აღნიშნა ისიც, რომ ბოლო დროს დეპრესიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციასაც გადიოდა. დღეს კი სოციალურ ქსელში მოულოდნელი პოსტი გამოაქვეყნა მამაზე, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა, ცხოვრება კი ფსიქიატრიულში დაასრულა:

"გინდათ მწარე სიმართლე ჩემზე?
მამაჩემი ფსიქიატრიულიდან გამოიქცა ერთხელ, მომაკითხა სადაც ვცხოვრობდი. კარი როცა გავუღე, იარაღით იდგა, დედაჩემი არ ატანდა ჩემს თავს. მამა იძულებული გახდა, იარაღი დაედო ჩემთვის და გავეტაცებინე... მეშინოდა, პატარა ვიყავი და ვერ ვიაზრებდი, რა ხდება.. სულ ვგრძნობდი, რომ მამას ვუყვარდი, მაგრამ რატომ მომიტაცა, არ ვიცოდი.
მაღაზიაში როცა შევარდა, საფეთქელთან მედო თოფი. გამყიდველს უკივლა, რომელ ქინდერსაც აირჩევს, ის მიეციო.. კვერცხში რა იდო არ ვიცოდი, მაგრამ მაგრად ვუჭერდი ხელს და თან ცრემლები მომდიოდა.
სანამ გავხსნიდი მამა უკვე გადაყვანილი ჰყავდათ “ საგიჟეთში”... როცა აბამდნენ, მამა გაშმაგებული თვალებით მიყურებდა და უზარმაზარი თვალებიდან კოსმიურ სიყვარულს მიგზავნიდა. მისი ცრემლები ბოდიშის ნიშნად ქურთუკს უსველებდა.
ძილის წინ ბალიშიდან ფრთხილად გამოვაცურე კოსმონავტი, რომელიც კვერცხში ამომივიდა და მას შემდეგ წლები ვუჭერდი მუშტს, სანამ მამას კიდევ ვნახავდი…'
ვეღარ ვცნობდი ჩემს გიორგის... დღემდე გაურკვევლობაში ვარ, რა დაემართა ამ ადამიანს... მგონია, რომ ამპარტავნება... შეიძლება სხვა ქალბატონი გაიჩინა... დავბრუნდი სტაციონარიდან და დავრჩი მარტო - მარი ნაკანი
გიორგიმ მთხოვა, მემკურნალა, და დამპირდა, მერე ერთად წავიდოდით საბერძნეთში... ვალენტინობაზე მარტო წავიდა და დამტოვა, დამშორდა... - მარი ნაკანი ქმართან დაშორების მიზეზებზე