როგორი ტიპის მშობელი ხართ სინამდვილეში - ტესტი, რომლის კითხვებსაც გულწრფელად უნდა უპასუხოთ - მშობლები

როგორი ტიპის მშობელი ხართ სინამდვილეში - ტესტი, რომლის კითხვებსაც გულწრფელად უნდა უპასუხოთ

2026-03-16 08:07:56+04:00

მშობლობა ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო როლია ცხოვრებაში. თითოეულ მშობელს საკუთარი მიდგომა აქვს: ზოგი მკაცრია და წესრიგს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ზოგი ცდილობს ბავშვის საუკეთესო მეგობარი იყოს, ზოგი კი თავისუფლებას აძლევს, რომ დამოუკიდებლად ისწავლოს ცხოვრების გზაზე სიარული.

ხშირად გვგონია, რომ ზუსტად ვიცით, როგორი მშობლები ვართ, მაგრამ ბავშვები ჩვენს ქცევას სხვაგვარადაც აღიქვამენ. რამდენად გისმენთ შვილი? რამდენად ხშირად საუბრობთ მის პრობლემებზე? და ხომ არ ხართ ზოგჯერ ზედმეტად მკაცრი ან პირიქით — ზედმეტად ზედაპირული?

გაიარეთ ეს მოკლე ტესტი და გაიგეთ, რომელი ტიპის მშობელი ხართ სინამდვილეში. უპასუხეთ კითხვებს გულწრფელად — ტესტი დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ საკუთარი მიდგომა და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალოთ ის ბავშვისა და ოჯახური ურთიერთობების სასარგებლოდ.

უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს და აირჩიეთ ის პასუხი, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ.

1. როცა ბავშვი რაღაცას აშავებს, თქვენ:

ა) ჯერ ვუხსნი, რატომ იყო არასწორი ბ) შენიშვნას ვაძლევ და ვსჯი გ) ვცდილობ გავიგო, რატომ მოიქცა ასე

2. როცა ბავშვი პრობლემას გიყვებათ:

ა) ყურადღებით ვუსმენ და ვესაუბრები ბ) ვეუბნები, რომ თავად უნდა მოაგვაროს გ) ვცდილობ, სწრაფად გადავწყვიტო მის ნაცვლად

3. რამდენად ხშირად ატარებთ დროს ბავშვთან?

ა) ყოველდღიურად ვცდილობ ერთად რაღაც გავაკეთოთ ბ) მხოლოდ როცა დრო მაქვს გ) იშვიათად, ძალიან დაკავებული ვარ

4. ბავშვის შეფასებებსა და წარმატებებზე:

ა) ვაქებ და ვამხნევებ ბ) ვამბობ, რომ უკეთესიც შეუძლია გ) წარმატებას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, პრობლემების მიმართ უფრო ყურადღებიანი ვარ.

5. როცა ბავშვი მოწყენილია:

ა) ვცდილობ დაველაპარაკო და დავამშვიდო ბ) ვეუბნები, რომ ხდება და გაივლის გ) ვცდილობ ყურადღება გადავატანინო

6. წესებს სახლში:

ა) ერთად ვადგენთ და ვუხსნი, რატომ არის საჭირო ბ) მე ვწყვეტ ყველაფერს გ) წესები ხშირად იცვლება

7. ბავშვის აზრს ოჯახურ საკითხებზე:

ა) ყოველთვის ვითვალისწინებ ბ) ზოგჯერ ვუსმენ გ) იშვიათად ვეკითხები

8. როცა ბავშვი რაღაც ახალს ცდილობს:

ა) ვამხნევებ და ვუჭერ მხარს ბ) ვაფრთხილებ, რომ შეიძლება არ გამოუვიდეს გ) ვეუბნები, რომ ჯერ ადრეა

9. ბავშვის შეცდომებზე:

ა) ვუხსნი, რომ შეცდომა სწავლების ნაწილია ბ) მკაცრად ვაკრიტიკებ, ყალბ შექებას რა აზრი აქვს გ) ვცდილობ ყურადღება არ გავამახვილო

10. როგორ აღწერდით თქვენს ურთიერთობას შვილთან?

ა) მეგობრული და ნდობაზე დაფუძნებული ბ) უფრო მკაცრი და წესებზე დაფუძნებული გ) თავისუფალი

შედეგები:

მხარდამჭერი და ჩართული მშობელი

თუ პასუხების უმეტესობა ა) იყო, დიდი ალბათობით თქვენ ხართ მშობელი, რომელიც ბავშვს უსმენს, ესაუბრება და მის ემოციებს მნიშვნელობას ანიჭებს. ასეთი ურთიერთობა ხშირად ყველაზე ჯანსაღად ითვლება, რადგან ბავშვი თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს, მშობელს ენდობა და პრობლემების შემთხვევაში მასთან მიდის.

ეს მშობლობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია, რადგან ბავშვი სწავლობს პასუხისმგებლობას, დამოუკიდებლობას და საკუთარ აზრზე საუბარს.

რაც შეიძლება გამოსასწორებელი იყოს: ზოგჯერ ასეთ მშობლებს უჭირთ მკაცრი წესების დაწესება. მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლებასთან ერთად ბავშვს ჰქონდეს მკაფიო საზღვრებიც, რათა გაიგოს რა არის დასაშვები და რა — არა.

მკაცრი და კონტროლისკენ მიდრეკილი მშობელი

თუ პასუხების უმეტესობა ბ) იყო, თქვენ ალბათ უფრო მკაცრი და მომთხოვნი მშობელი ხართ. ასეთი მშობლები ცდილობენ, რომ ბავშვი დისციპლინირებული და პასუხისმგებლიანი გაიზარდოს.

ამ მიდგომას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს — ბავშვი ეჩვევა წესრიგს, შრომას და მიზნების მიღწევას.

თუმცა პრობლემაც შეიძლება გაჩნდეს: ზედმეტმა სიმკაცრემ შეიძლება ბავშვს შიში ან დისტანცია გაუჩინოს. ასეთ შემთხვევაში ბავშვმა შეიძლება აღარ გაგიზიაროთ თავისი პრობლემები ან ემოციები.

რაც შეიძლება გამოსასწორებელი იყოს: მნიშვნელოვანია მეტი საუბარი, მოსმენა და ემოციური მხარდაჭერა. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მშობელი მხოლოდ კონტროლისთვის კი არა, დახმარებისთვისაც არის.

თავისუფლების მომცემი, მაგრამ ნაკლებად ჩართული მშობელი

თუ პასუხების უმეტესობა გ) იყო, შესაძლოა, თქვენ ბავშვებს დიდ თავისუფლებას აძლევთ და ცდილობთ ისინი დამოუკიდებლები გაიზარდონ.

თავისუფლება ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია — ის ეხმარება მას გადაწყვეტილებების მიღებაში და საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში.

თუმცა თუ მშობელი ძალიან დისტანციური ხდება, ბავშვს შეიძლება აკლდეს ყურადღება, ემოციური მხარდაჭერა და მიმართულება. ასეთ შემთხვევაში ბავშვი შეიძლება თავს მარტო გრძნობდეს პრობლემების დროს.

რაც შეიძლება გამოსასწორებელი იყოს: სასურველია მეტი ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში — საუბარი, ერთად დროის გატარება და ინტერესების გაზიარება. ბავშვს უნდა ჰქონდეს შეგრძნება, რომ მშობელი მის გვერდით არის.

რომელი ნახატი მოგწონთ ყველაზე მეტად? - ეს ფსიქოლოგიური ტესტი გაჩვენებთ, რა ფარული ნიჭი და შესაძლებლობები გაქვთ
ტესტი: “განსაზღვრეთ თქვენი ტიპაჟი”