საქართველოში 2018 წელს განხორციელებული საპენსიო რეფორმის შედეგად, საპენსიო სააგენტო შეიქმნა, რომელმაც 2019 წლის პირველი იანვრიდან სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა თანხების შეგროვება და ადმინისტრირება დაიწყო. არსებული წესის მიხედვით, 2%-ს ხელფასიდან დასაქმებული იხდის, 2%-ს დამსაქმებელი, 2%-ს კი - სახელმწიფო.
ვის შეუძლია საპენსიო დანაზოგის დროზე ადრე გატანა და რა პირობებით და როგორ დაგერიცხებათ საპენსიო დანაზოგი მას შემდეგ, რაც საპენსიო ასაკს მიაღწევთ, თემაზე ადვოკატი გივი კაკუშაძე ვრცლად გვესაუბრება:
- სანამ უშუალოდ თქვენს შეკითხვას ვუპასუხებ, აუცილებელია ვთქვათ, ვისთვის არის სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება. სქემაში გაწევრიანება და საპენსიო შენატანის განხორციელება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისათვის, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტო) შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში).
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, საპენსიო აქტივების მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
შესაბამისად, კანონმდებლობა ზუსტად ჩამოთვლის იმ პირობებს, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ საპენსიო აქტივი.
- დაგროვილი პენსიის გატანა, გარკვეული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შესაძლებელია მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ პენსიის გაცემა მოხდება ყოველთვიურად: დაგროვილი საპენსიო თანხის ყოველთვიური მოცულობა სიცოცხლის საშუალო მაჩვენებლის შესაბამისად დაიანგარიშება. გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე, ან თუ მონაწილეს მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ან თუ დატოვებს საქართველოს და წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს, შესაძლებელია, დაგროვილი დანაზოგი მიიღოთ ერთჯერადი გაცემის გზით.
- საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ დაგროვებული თანხის ყოველთვიურ გასაცემ თანხაზე გადანაწილებისთვის მოქმედებს შემდეგი სქემა: საპენსიო ასაკის მიღწევის პერიოდისთვის განსაზღვრულ სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელს გამოაკლდება პირის ასაკი, რაზეც გაიყოფა ფონდში დაგროვებული თანხა და დაანგარიშდება ყოველწლიურად გასაცემი თანხა. ყოველთვიური გასაცემი თანხის გამოსათვლელად კი წლიური თანხა გაიყოფა 12-ზე.
მაგალითად, თუ საპენსიო ასაკის მიღწევის თარიღისათვის საშუალო სტატისტიკური სიცოცხლის ხანგრძლივობა 74 წელია, პირის ასაკი კი - 65 წელი, ხოლო საპენსიო ფონდში ამ ასაკისთვის დაგროვებული თანხის მოცულობა - 100 000 ლარია, მაშინ:
ვადა, რომელზეც უნდა განაწილდეს საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა 9 წელია (74-65).
ყოველწლიურად გასაცემი თანხის მოცულობაა დაახლოებით 11,111 ლარია (100,000/9).
ყოველთვიურად გასაცემი თანხის მოცულობა კი - დაახლოებით 926 ლარი (11,111/12)
ასევე იმ შემთხვევაში, თუ პირს დარჩა აუთვისებელი თანხა გარდაცვალების შემდეგ, ის მთლიანად გადაეცემა გარდაცვლილის სამართალმემკვიდრეს.
- დროზე ადრე საპენსიო დანაზოგის გატანის შემთხვევებია:
- მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, გადაეცემა მონაწილის კანონიერ მემკვიდრე(ებ)ს.
საპენსიო ფონდისთვის გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის სათანადო მომართვის შემთხვევაში, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისთვის საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით, ან საპენსიო აქტივების გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის გზით.
თუ საპენსიო ასაკი არ შეგისრულებიათ, დაგროვებითი საპენსიო დანაზოგის აღება არ შეიძლება. დაგროვებითი პენსიის სისტემის მთავარი პრინციპი სწორედ ისაა, რომ თანხა გამოიყენება საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ.
- დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება სახელმწიფო პენსიითა და სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, სახელმწიფო პენსია არ უქმდება, დაგროვებითი პენსია დაემატება მას.
- თუ ადამიანი საპენსიო ასაკს მიაღწევს და დაიწყებს დაგროვებითი პენსიის მიღებას, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ დაგროვება სრულად ჩერდება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მონაწილე აგრძელებს თუ არა მუშაობას.