"19 წლისა გავხდი დედა... მეორე შვილი 32 წლისას გამიჩნდა... ძალიან ღირსეული ადამიანია ჩემი ქმარი, აღფრთოვანება მისით არ მთავრდება... ყოველდღიური შრომა სჭირდება ყველა ურთიერთობას..." - ნატა მურვანიძე დედობაზე, მეუღლესთან დაშორების ეპიზოდზე და 40-წლიან თანაცხოვრებაზე - მშობლები

"19 წლისა გავხდი დედა... მეორე შვილი 32 წლისას გამიჩნდა... ძალიან ღირსეული ადამიანია ჩემი ქმარი, აღფრთოვანება მისით არ მთავრდება... ყოველდღიური შრომა სჭირდება ყველა ურთიერთობას..." - ნატა მურვანიძე დედობაზე, მეუღლესთან დაშორების ეპიზოდზე და 40-წლიან თანაცხოვრებაზე

2026-03-16 17:13:31+04:00

მსახიობი ნატა მურვანიძე ვიკა ბუკიას გადაცემაში იყო სტუმრად. ისაუბრა ოჯახზე, თეატრზე, კინოზე, დღევანდელობაზე. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

ნატო თუ ნატა?

- დავიბადე, როგორც ნატო. ნატას მეძახდა ლევან აბაშიძე და 92-ში რაც მოხდა (ლევან აბაშიძე აფხაზეთის ომში დაიღუპა - რედ.), იმის შემდეგ პირველი იყო "იავნანა", როდესაც ნანას (ჯანელიძეს - რედ.) ვთხოვე, რომ დაწერე ნატა-თქო, იმიტომ, რომ ლევანი მეძახდა ნატას და ეს იყო რაღაცა ახალგაზრდულ ემოციური ამბავი... მაგ პერიოდში დაიღუპა და დავირქვი ნატა, რადგან ასე მეძახდა ის ერთადერთი ადამიანი... მერე პირადობის მოწმობაშიც ჩავიწერე და ჩემი ცხოვრება რაღაცნაირად იყოფა. ბავშვობაში ვისაც 22 წლამდე ვიცნობდი, ყველა ნატოს მეძახდა და დღესაც ვინც ნატოს მეძახის, პირდაპირ ილინკება ძველ დროსთან და ნატა უკვე ახალია...

დედა

დედას სულ თან დავყავდით რეპეტიციებზე, გაკვეთილებზე...
ყველაზე საინტერესო მოგონება რა არის დედასთან ურთიერთობის დროს? ყოველდღიურობა. დილა, როცა ვხვდებით ერთმანეთს... თუ ადამიანს სჭირდება რაღაცით დატენვა, აი ამას მიკეთებს დილას. არაფერი, ჩამეხუტება და მორჩა და მთელი დღე არის რაღაც... და სპექტაკლის წინ მეუბნება: აბა შენ იცი. ჩავიწერე კიდევაც ერთხელ, რომ აი, ვთქვათ და ვერ გნახე, ამის გარეშე როგორ ვითამაშო...
და ბებიას ნაჩუქარი სამკაული მაქვს, რომელიც ყველგან დამაქვს, ჩემი თილისმაა და ყველა სცენაზე თან დამაქვს.
maka-me-mediko-1773672343.webp
მაკა მახარაძე, ნატა მურვანიძე, მედეა ჩახავა

მეუღლე და შვილები

ყველაზე ბედნიერი მოგონება შვილების დაბადებაა. მე პრინციპში ბავშვობაში გავთხოვდი და ბავშვობაში გამიჩნდა ბავშვი, ბავშვის ბავშვი იყო დათა.19-ის ვიყავი (ნატა მურვანიძის მეუღლე მსახიობი ნიკა თავაძეა, რომელიც უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო. მათ ორი შვილი ჰყავთ - რეჟისორი დათა თავაძე და მსახიობი მანუ თავაძე - რედ.)
e18392e18392e18392e18392-1773672343.jpg
ქმარ-შვილთან ერთად
12-1-1773672342.webp
რაღაცნაირად ერთად გავიზარდეთ, ამიტომ ბავშვობა ცალკე არ მაქვს. ბავშვობის ბედნიერებას დაედო ზევიდან დათა. მანუ უკვე ისეთ ასაკში გამიჩნდა, როცა დიდი ვიყავი, უკვე 32 წლის. მანუმ გამახსენა, რა მჭირდა 19 წლის ასაკში. ის გრძნობა, რომ ჭკუას ვკარგავდი, ეს გამახსენდა.
516797721-10163101238943415-7730443411314511215-n-1773672343.jpg488302991-4510121945880846-7308891625326413867-n-1773672342.jpg
untitled-design-91-1773672343.jpg
დათა თავაძე
502598551-4574594086100298-1880672705229161374-n-1773672342.jpg
მანუ თავაძე
480526733-4458184001074641-8360097083068193225-n-1773672342.jpg
...40-წლიანი ურთიერთობა როგორ შეიძლება შეინარჩუნო ადამიანთან? ძალიან ღირსეული ადამიანია ჩემი ქმარი, ანუ აღფრთოვანება რაღაც მომენტებში მისი გადაწყვეტილებებით თუ საქციელებით, ეს არ მთავრდება, ანუ ეს არ გაჩერდა და ვფიქრობ, რომ ეს არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახანგრძლივებს ამას.
ჩვენ გვქონდა 7-წლიანი პაუზა ურთიერთობაში და მერე რაღაცა მონტაჟივით არის, თითქოს ვიღაცამ ამოჭრა ეს ნაწილი და გადააწება...
untitled-design-2023-04-13t122343-1681374276-1773672343.409.jpgnatatavadze-1773672343.jpg
ამ შვიდმა წელმა მეც და ნიკუშასაც ძალიან ბევრი რამე გადაგვაფასებინა და ალბათ ეს ახალგაზრდული უკომპრომისობა იყო მიზეზი, პატარები ვიყავით და უცებ გაჩნდა დათა, ბევრი რაღაც დაგვაწვა ერთდროულად და ვფიქრობ, რომ ამას ვერ გავუძელით და თავში ქარი გვიქროდა.. მერე მოხდა ის. რომ გადავაფასეთ ალბათ, რომ სწორი არჩევანი იყო შვიდი წლის წინ რაც იყო... იმ შვიდ წელიწადშიც არასოდეს არ გამქრალა რეალურად ეს გრძნობა, ეს სიყვარული მიძინებული იყო, შიგადაში ვრიგდებოდით. რომ არა ეს შვიდი წელიწადი, ალბათ დავხოცავდით მაინც ერთმანეთს, რაღაცა პერიოდი ჭიდაობა იყო და მე ვფიქრობ, რომ ეს არის მაინც ასაკის ბრალი.... ხანგრძლივი ურთიერთობისთვის სიყვარული საკმარისი არაა, ამ სიყვარულს უნდა ძალიან გაფრთხლება. სიყვარულს ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი შრომა უნდა, რომ ეს შეინარჩუნო. ყოველდღიური შრომა სჭირდება ყველა ურთიერთობას და ანგარიშის გაწევა ერთმანეთისთვის.
ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარე... იტალიაში რომ წამოვედი, 23 წლის ვიყავი - ეკა ჩხეიძის ქალიშვილი ინანო მუშკუდიანი ხელოვანი წინაპრების გავლენებზე მის ცხოვრებაში