პატარა მარიამ წიკლაურს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გოგონას გულის თანდაყოლილი დაავადება აქვს. მან 3 ოპერაცია გადაიტანა და საკმაოდ ძვირად ღირებული მედიკამენტებით მკურნალობს. როგორც ბავშვის დედა, თამუნა ჭეიშვილი, ამბობს, მედიკამენტები თვეში, დაახლოებით, 1500 ლარი ჯდება, არ ფინანსდება და ოჯახმაც ყველანაირი ფინანსური შესაძლებლობა ამოწურა:
"მარიამს დაბადებისთანავე გულის მანკი დაუდგინდა. მესამე დღეს სტენტების ჩასასმელად პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. რეანიმაციაში დიდხანს იყო და მას შემდეგ, მუდმივად ვმკურნალობთ. ახლა მარიამი წლის და სამი თვისაა. თურქეთში მესამე ოპერაცია ჩაუტარდა და სტენტები შეუცვალეს. როდესაც პირველად ჩავედით თურქეთში, ანგიოგრაფიამ აჩვენა, რომ სტენტები თითქმის სრულად იყო დახურული. ბავშვს სუნთქვის ისეთი უკმარისობა ჰქონდა, რომ სატურაცია 75-ს არ სცილდებოდა.
თავიდან "მემორიალში“ ვიყავით, მაგრამ იქ მხოლოდ კვლევები ტარდებოდა, ამიტომ კარდიოლოგმა გადაგვამისამართა და იანვარში ოპერაცია "მედიპოლში“ გაუკეთდა. ჟანგბადის აპარატი აუცილებლად გვჭირდებოდა და შევიძინეთ.
მარიამს ასევე ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტები აქვს დანიშნული. ერთი წამალი, რომელიც 30 დღე გვყოფნის, 425 დოლარი ღირს, მეორე კი 200 ლარზე მეტი ღირს და მხოლოდ 10 დღე გვყოფნის.
ამჟამად ქუთაისში, დედასთან ვიმყოფებით, ისე კი რუსთავში, ქირით ვცხოვრობთ. მეუღლე პროფილაქტიკაში მუშაობს და მისი დღიური ხელფასი 30 ლარია. ჩვენი უფროსი გოგონა, ლიზი, ცხრა წლისაა. ლიზი ექვსთვიანი დაიბადა, სიელმე აქვს და სათვალეს ატარებს. მას ერთი ფეხი მოკლე აქვს და თუ მასაჟები არ ჩაუტარდა, კოჭლი დარჩება.
ამას ემატება ისიც, რომ დედაჩემი დემენციითაა დაავადებული. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ხან ფანჯრიდან ხტება, ხან მეზობლებს შემოჰყავთ სახლში... ძალიან ძლიერ წამლებს იღებს. რამდენჯერმე მარიამის საწოლში იყო ჩაყრილი. კიდევ კარგი, ლიზიმ იპოვა და ბავშვმა არ გადაყლაპა…
მხოლოდ მარიამის მედიკამენტები ყოველთვიურად 1500 ლარამდე ჯდება. სატურაციას 85-ზე მაღლა მაინც ვერ ვწევთ. ნოემბერში კვლავ თურქეთში ვართ წასასვლელები, რომ მდგომარეობა შევამოწმოთ. ხუთ წლამდე ოპერაცია აღარ დასჭირდება, თუმცა ორგანიზმის ზრდასთან ერთად სტენტების შეცვლა მაინც აუცილებელი გახდება.
ამ ეტაპზე ჩვენთვის ყველაზე კრიტიკული მედიკამენტების შეძენაა. მჯერა, რომ უფალი არასდროს გვტოვებს და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ მძიმე მდგომარეობაში გვეხმარება“, - ამბობს მარიამ წიკლაურის დედა, თამუნა ჭეიშვილი.

მარიამის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ, შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:
თბს ბანკი
საქარველოს ბანკი
ლიბერთი ბანკი
მიმღები - დეიდა თეონა ბერელიძე
პირ /ნომ: 01011062930
Paypal-ით # საზღვარგარეთიდან ჩარიცხვა შეგიძლიათ