სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II რეანიმაციაში მოათავსეს - რას ამბობს კლინიკის წარმომადგენელი - მშობლები

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II რეანიმაციაში მოათავსეს - რას ამბობს კლინიკის წარმომადგენელი

2026-03-17 10:17:07+04:00

კავკასიის მედიცინის ცენტრის ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრის წარმომადგენელი „იმედთან“ აცხადებს, პატრიარქის მდგომარეობა საყურადღებოა.

„შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურები, მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება აბსოლუტურად მართვა. მდგომარეობა საყურადღებოა,“ - აცხადებენ კლინიკაში.

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის, სოფიო ასპანიძიეს თქმით, სისხლდება შეწყვეტილია. პატრიარქი, მკურნალობის შესაბამისად, ინტუბირებული და ხელოვნურად გამოწვეულ ძილის მდგომარეობაშია.

როგორც ცნობილია, ღამის დაახლოებით სამ საათზე, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია IIკლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

"ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური. ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც კავკასიის მედიის ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, მდგომარეობა საყურადღებოა.

მინდოდა, რიგითი ადამიანი ვყოფილიყავი და მიწაზე მეშრომა. ეს იყო ჩემი ოცნება - ილია მეორეს მოგონებები ოჯახსა და ბავშვობაზე