სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, მარიამ ჩაჩუა, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რატომ არ შეიძლება, ცხელი კერძის მაცივარში მოთავსება:
-მომზადებული კერძი ოთახის ტემპერატურაზე დიდხანს არ უნდა გაჩერდეს. მერე აღარც წამოდუღება შველის ხოლმე. მაგრამ, როდესაც მაცივარში ცხელ კერძს ვათავსებთ, იქ ტემპერატურა იწევს. გარდა იმისა, რომ ამ დროს მაცივარზე ვდარდობთ, სხვა დანარჩენ კერძებსაც საფრთხეს ვუქმნით იმიტომ, რომ როდესაც მაცივარში ცხელ კერძს ვათავსებთ, ტემპერატურა იმატებს. ამიტომ, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გავაგრილოთ. სხვადასხვა ფორმა არსებობს. იგივე ჭურჭლის ცივ წყალში, ცივ აბაზანებში მოთავსება. ეს ზომები ჩვენი ჯანმრთელობისთვის უნდა მივიღოთ და ყოველდღიურობის ნაწილი უნდა გახდეს. არც მაცივარი დაზიანდეს და არც ჩვენ...
სპეციალისტი ასევე აღნიშნავს, რატომ არ შეიძლება გაბზარული კვერცხის გამოყენება:
- გაბზარული კვერცხის გამოყენება დაუშვებელია. მით უმეტეს, თუ სახლის კვერცხი არ არის და მაღაზიაში, რამდენიმე დღისაა. საერთოდ კვერცხის გარეთა ფენა სრულად დაფარული არ არის. მას გარეთა დამცავი აპკი აქვს იმისათვის, რომ პათოგენებმა შიგნით არ შეაღწიოს. როდესაც გაბზარულია, ეს აპკი დარღვეულია და რაც კი რაიმე დაბინძურება ჰქონდა ზემოდან, გადავა. ასევე, პირველ რიგში, კვერცხზე ყველას სალმონელა გვახსენდება. ამიტომ, გაბზარული კვერცხის შეძენა და გამოყენება ძალიან დიდი რისკის შემცველია.
იხილეთ გადაცემა სრულად: