ნატალია ყიფშიძე გადაცემაში "შეხვედრები ეკა ხოფერიასთან" მამის, გიორგი ყიფშიძის მამობაზე საუბრობს, რომელიც ბოლო წლებია, მარტო უვლის შვილებს. ნატალია ამ გადაცემაში იხსენებს დეტალებს, რომლებმაც გიორგი ყიფშიძის ყოფილი ცოლი ენი გასიევა გაანაწყენა:
- კოსმო "კორონას" ბავშვია. რომ გაჩნდა, ერთად, სხვაგან ცხოვრობდნენ, მისი ყოფილი მეუღლე და თვითონ. მანდ ვიყავი ერთი წელი. უნივერსიტეტი მქონდა ონლაინ. პირველი წელი ძალიან აქტიურად ვეხმარებოდი. მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ნამეტანია. ძალიან დიდი დრო მიჰქონდა ამ ყველაფერს. მერე მეორე ბავშვიც გაჩნდა. ეს ყველაფერი ისე გადალაგდა, რომ გიორგი სულ მარტო აღმოჩნდა. მე კი ძალიან მინდოდა დახმარება, მაგრამ მაგ დროს ვსწავლობდი, სერიალი დავიწყე და ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაც ხდებოდა. პლუს, ჩემი კატა მყავდა და დიდი მოვლა სჭირდებოდა. ვუყურებდი, რომ, რეალურად, გიორგი სულ, სულ მარტო აღმოჩნდა...





ენი გასიევამ გადაცემიდან ეს ფრაგმენტი საკუთარ ინსტაგრამის სთორიში გამოაქვეყნა და დაწერა:
"შენი ძმაა, აბა, ოჯახს თუ არ დაეხმარე, ვის უნდა დახმარებოდი. მაგრამ, ოჯახის ამბებს, სულ რომ ეგრე ყოფილიყო, რა გამომატანინებდა გარეთ... მეც ბევრ რამეს ვაკეთებდი, რაც ჩემს ვალდებულებაში არ შედიოდა და ესე არ გამოვსულვარ და გაურკვეველი მიზეზების გამო არ მითქვამს... ჩემს თავს არ ვაკადრებდი ამას უბრალოდ. ეგაა, ან თავმოყვარეობა გაქვს ან არა და რაც შეეხება კატას, მაქსიმუმ 2 წელია, რაც ჰყავს. კატას მოვლა სჭირდებოდაო ძაან დიდიო... სიგიჟე", - დაწერა ენი გასიევამ და ასევე დაამატა:

გიორგი ყიფშიძესა და ენი გასიევას ორი საერთო შვილი - კოსმო და ლუნა ჰყავთ. მსახიობი ხშირად აღნიშნავს, რომ მეუღლესთან დაშორების შემდეგ, მარტოხელა მამაა.