როგორ შეიძლება „Milan Junior Camp“-მა ბავშვის საფეხბურთო მომავალი შეცვალოს - მშობლები

როგორ შეიძლება „Milan Junior Camp“-მა ბავშვის საფეხბურთო მომავალი შეცვალოს

2026-03-11 12:33:11+04:00

ქართული ფეხბურთის ბოლო წარმატებებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ახალგაზრდა თაობას. ამ ფონზე, სულ უფრო მეტი მშობელი ცდილობს, ბავშვებს ისეთი გარემო შეუქმნას, სადაც ისინი სპორტულად და პიროვნულად განვითარდებიან. სწორედ ასეთი შესაძლებლობაა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო კლუბის — „მილანის“ ოფიციალური საზაფხულო ბანაკი „Milan Junior Camp Tbilisi“, რომელიც თბილისში წელს უკვე მეორედ გაიმართება და 17–22 ივნისს ჩატარდება.

ეს პროექტი მხოლოდ სპორტული ღონისძიება არ არის. ის არის შესაძლებლობა, რომ ქართველმა ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახონ და იგრძნონ ევროპული ფეხბურთის სტანდარტი — ის გარემო, სადაც მომავალ ვარსკვლავებს ზრდიან.

რა ელოდებათ ქართველ მოზარდებს ნუცუბიძის პლატოზე მდებარე საფეხბურთო ცენტრში და რატომ არის ასეთი კემპი მნიშვნელოვანი როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის — ამის შესახებ „Milan Camp Tbilisi 2026“-ის ერთ-ერთ ორგანიზატორს, საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს გიორგი ფოფხაძეს ვესაუბრეთ.

— გიორგი, „მილანი“ დიდი ისტორიისა და ლეგენდარული ფეხბურთელების კლუბია. როგორ მოახერხეთ, რომ ეს ბრენდი და მისი საფეხბურთო გამოცდილება საქართველოშიც ჩამოსულიყო?

— როცა „მილანზე“ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ დიდ ისტორიაზე, ტრადიციაზე, ლეგენდარულ ფეხბურთელებსა და გამარჯვებებზე. როგორც ყოფილ ფეხბურთელს, ყოველთვის მქონდა სურვილი, ეს სიყვარული და გამოცდილება საქართველოში რეალურ პროექტად გვექცია.

„მილანი“ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ბრენდია. დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, რომ კლუბი საქართველოთი დაინტერესებულიყო. ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელმა წარმატებამ კი ეს პროცესი საგრძნობლად დააჩქარა. იტალიელებმა დაინახეს, რომ საქართველოში ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის — ეს არის ემოცია, ეროვნული მუხტი და ძლიერი თაობა, რომელსაც განვითარება სჭირდება.

— „Milan Junior Camp“ საქართველოში უკვე მეორედ ტარდება. რას გვაჩვენა შარშანდელმა გამოცდილებამ?

— გასულ წელს ჩატარებულ ბანაკზე ინტერესმა ჩვენს მოლოდინსაც გადააჭარბა. პირველ კემპზე დაახლოებით 200 ბავშვი მონაწილეობდა, რაც წინასწარ გათვლილ რაოდენობაზე ბევრად მეტი იყო. საჭირო გახდა დამატებითი მწვრთნელების მოწვევაც.

წლევანდელი ბანაკი სწორედ იმ ნდობის შედეგია, რომელიც მშობლებმა და ბავშვებმა გამოგვიცხადეს. ჩვენ არ ვატარებთ უბრალოდ ვარჯიშებს — ჩვენ საქართველოში ჩამოგვაქვს მსოფლიო ფეხბურთის გრანდის, „AC Milan“-ის ფილოსოფია.

ბანაკში მონაწილეობა 6-დან 15 წლამდე ყველა ბავშვს შეუძლია — როგორც ბიჭებს, ასევე გოგონებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთი ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოზარდისთვის, ვისაც ამ სპორტის სიყვარული აქვს.

whatsapp-image-2026-03-10-at-1107-1773736469.10.jpeg

— რით განსხვავდება „Milan Junior Camp“-ის მეთოდოლოგია?

— მთავარი განსხვავება არის ის, რომ ბავშვები ვარჯიშობენ ზუსტად იმ მეთოდოლოგიით, რომლითაც „მილანის“ აკადემიაში მსოფლიო დონის ფეხბურთელებს ზრდიან.

ვარჯიშები ინტენსიურია და დაახლოებით 1.5 საათს გრძელდება. აქ ყურადღება ექცევა არა მხოლოდ ფიზიკურ მომზადებას, არამედ ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა: დისციპლინა, გუნდური მუშაობა, ტაქტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის გრძნობა…

წარმოიდგინეთ ბავშვის ემოცია, როცა ის პირველად იცვამს „მილანის“ ოფიციალურ ფორმას და მოედანზე გამოდის. ამ მომენტში ის ხვდება, რომ დიდი ფეხბურთი შორეული ოცნება აღარ არის — ეს არის გზა, რომლის გავლაც მასაც შეუძლია.

ასეთი გამოცდილება ბავშვის სპორტულ თვითრწმენას ხშირად მთლიანად ცვლის.

— როგორ შეაფასეს იტალიელმა მწვრთნელებმა შარშანდელი ბანაკი?

— მათი შეფასება ძალიან შთამბეჭდავი იყო. მათ აღნიშნეს, რომ ისეთი ნიჭიერი თაობა, როგორიც საქართველოში დახვდათ, სხვა ქვეყნებში იშვიათად უნახავთ.

წარმოიდგინეთ — მათ მხოლოდ 200 ბავშვი ნახეს, თუმცა რამდენიმე მოთამაშე უკვე მონიშნულიც ჰყავთ. ეს ნიშნავს, რომ ასეთი პროექტები არა მხოლოდ ბავშვებისთვის არის საინტერესო, არამედ თავად „მილანისთვისაც“.

whatsapp-image-2026-03-10-at-1107-1773736485.10 (1).jpeg

— საბოლოო მიზანი საქართველოში „მილანის“ აკადემიის შექმნაა?

— დიახ, ჩვენი გრძელვადიანი მიზანი სწორედ ეს არის. თუმცა აკადემიის გახსნა ძალიან სერიოზულ სტრუქტურასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.

ამ გზაზე პირველი ნაბიჯი სწორედ ასეთი ბანაკებია. ისინი აჩვენებს „მილანის“ ხელმძღვანელობას, რომ საქართველოში არსებობენ ნიჭიერი ბავშვები, დაინტერესებული მშობლები და ინფრასტრუქტურა, რომელიც მომავალში აკადემიის შექმნის საფუძველი შეიძლება გახდეს.

— რატომ უნდა დაინტერესდნენ ამ ბანაკით მშობლები?

— პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის პროფესიონალური გარემო, სადაც ბავშვი არა მხოლოდ ვარჯიშობს, არამედ ვითარდება.

ვარჯიშები ტარდება ნუცუბიძის პლატოზე მდებარე თანამედროვე საფეხბურთო ცენტრში, სადაც დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა. პროცესს იტალიელი სპეციალისტები აკონტროლებენ.

ბავშვები მიიღებენ: „მილანის“ ოფიციალურ „მერჩს“ (მაისური, შორტი, გეტრები), ოფიციალურ სერტიფიკატს, მაღალი დონის საერთაშორისო გამოცდილებას...

ყველაზე წარმატებული მონაწილეებისთვის კი განსაკუთრებული შესაძლებლობაა გათვალისწინებული — ისინი მილანში გაემგზავრებიან და „სან სიროზე“ მატჩს დაესწრებიან.

მაგრამ მთავარი ამაში არც საჩუქარია. მთავარი არის ის გამოცდილება და მოტივაცია, რომელსაც ბავშვი იღებს. ეს არის ინვესტიცია ბავშვის ჯანმრთელ განვითარებაში, თვითრწმენასა და სპორტულ მომავალში.

— რა მნიშვნელობა აქვს ასეთი პროექტების არსებობას ქვეყნისთვის?

— ეს არის ხიდი საქართველოსა და ევროპულ ფეხბურთს შორის.

იტალიის საელჩოს მხარდაჭერა ხაზს უსვამს პროექტის მაღალ სტატუსს. ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მწვრთნელების ჩართულობა — ისინი იტალიურ გამოცდილებას იღებენ, რაც საბოლოოდ ქართულ საფეხბურთო კულტურასაც აძლიერებს.

— და ბოლოს, რას ეტყოდით ბავშვებს, რომლებიც წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას „Milan Junior Camp Tbilisi“-ში?— შეიძლება ერთი კვირა დიდ დროდ არ ჩანდეს, მაგრამ ბავშვის ცხოვრებაში სწორედ ასეთი გამოცდილება ხშირად ხდება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის დრო, როცა ისინი ახალ გარემოში ხვდებიან, სწავლობენ დისციპლინას, გუნდურობას და იწყებენ საკუთარი შესაძლებლობების უფრო მეტად დაჯერებას. ბევრ ბავშვს სწორედ ასეთი მომენტები აძლევს მოტივაციას, რომ უფრო თავდაჯერებულად იაროს საკუთარი მიზნებისკენ. ჩვენ გვინდა, რომ ამ ბანაკმა მათ აჩვენოს — დიდი ფეხბურთი შორეული და მიუწვდომელი ოცნება არ არის. მთავარი არის სურვილი, შრომა და რწმენა საკუთარი ძალების მიმართ. შესაძლოა, სწორედ ეს ერთი კვირა გახდეს ის ნაბიჯი, საიდანაც მათი დიდი გზა დაიწყება.

R