მსოფლიოში, სადაც მედიცინა ხშირად ასოცირდება თეთრ ხალათებთან, სტერილურ დერეფნებთან და სიმკაცრესთან, არსებობს ერთი კაცი, რომელმაც თქვა, რომ სიყვარული და სიცილი ისეთივე მნიშვნელოვანია პაციენტისთვის, როგორც ქირურგიული ჩარევა. ეს კაცი პეჩ ადამსია - ექიმი, რომელმაც სამედიცინო სფეროში რევოლუცია ჯამბაზის წითელი ცხვირით მოახდინა.
ჰანტერ პეჩ ადამსის ისტორია არ დაწყებულა მხიარულებით. მოზარდობისას მან მძიმე დეპრესია გადაიტანა და რამდენჯერმე ფსიქიატრიულ კლინიკაშიც აღმოჩნდა. სწორედ იქ მიხვდა მთავარს: ადამიანებს სჭირდებათ არა მხოლოდ წამალი, არამედ კავშირი, მზრუნველობა და იუმორი. მან გადაწყვიტა გამხდარიყო ექიმი, რომელიც არასოდეს იქნებოდა „დისტანცირებული“ პაციენტისგან.

1971 წელს პეჩმა დააარსაGesundheit! Institute(ჯანმრთელობის ინსტიტუტი). მისი ხედვა რადიკალური იყო: უფასო სამედიცინო მომსახურება, სადაც ექიმები და პაციენტები მეგობრები იქნებოდნენ და სადაც სიცილი მკურნალობის განუყოფელი ნაწილი იქნებოდა. პეჩი ამტკიცებდა, რომ იუმორი ათავისუფლებს ენდორფინებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და პაციენტს აძლევს ძალას, გაუძლოს ყველაზე რთულ მკურნალობასაც კი.
პეჩ ადამსის იდეა და თავად ექიმი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 1998 წელს გახდა, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა ბიოგრაფიული ფილმი "Patch Adams" (მკურნალი ადამსი), რომელშიც მთავარ როლს ლეგენდარული რობინ უილიამსი ასრულებდა. ფილმმა მსოფლიოს დაანახა, როგორ შეიძლება ერთმა ექიმმა შეცვალოს მთელი სისტემა მხოლოდ ერთი რამით: ის პაციენტს ისე ექცევა, როგორც ადამიანს და არა როგორც "დიაგნოზს".

მიუხედავად იმისა, რომ თავად პეჩი ფილმს კრიტიკულად უყურებდა (თვლიდა, რომ ჰოლივუდმა აქცენტი მხოლოდ მის მხიარულებაზე გააკეთა და მისი პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი დაჩრდილა), ფილმმა საოცარი ეფექტი მოახდინა: მილიონობით ადამიანმა დაიჯერა, რომ სიკეთე და სიცილი გადამდებია.

რამდენად ეფექტურია პეჩ ადამსის მეთოდი?
"სიცილით თერაპია" დღეს უკვე აღიარებული სამეცნიერო მიმართულებაა. კვლევებმა აჩვენა, რომ ექიმი-ჯამბაზების ვიზიტი:

დღეს ექიმი-ჯამბაზების ორგანიზაციები (როგორიცაა "Clowns Without Borders" ან "Red Noses") წარმატებით მუშაობენ აშშ-ში, გერმანიაში, ისრაელში, ავსტრიასა და საფრანგეთში. ეს აღარ არის მხოლოდ გართობა, ეს არის პროფესიული მხარდაჭერა მედიცინის სფეროსთვის.
პეჩ ადამსი საქართველოში - როცა ოცნებები რეალობად იქცა

ბევრმა არ იცის, რომ საქართველოშიც არსებობს „სიცილით თერაპიის“ მეთოდი. ამ ჰუმანურ მისიას სათავეში ჩაუდგასაქველმოქმედო ფონდი „სიცილით თერაპია“, რომელიც 2022 წელს ოთხმა მეგობარმა და თანამომაზრემ: ნათელა ფოცხვერიამ, ანდრო ჭიჭინაძემ, ვადიმ ლარჩენკომ და ნინო ბოლქვაძემ დააფუძნეს. მათ სჯეროდათ, რომ ქართველი ბავშვებიც იმსახურებდნენ იმ ჯადოსნურ სამყაროს, რომელსაც ექიმი-ჯამბაზები ქმნიან. 2024 წელს კი მოხდა ის, რაც თავიდან წარმოუგენელ ოცნებად ჩანდა, თავად ლეგენდარული პეჩ ადამსი საქართველოში ჩამოვიდა, ფონდის დამფუძნებლებს შეხვდა და პირადად ჩაუტარა ტრენინგი ექიმებს.
„ვერც კი ვიოცნებებდით, რომ პეჩ ადამსს ოდესმე შევხვდებოდით. მან პირადად დაატრენინგა ჩვენი ჯადოსნური ექიმი-ჯამბაზები და მთელი კვირის განმავლობაში მათთან ერთად მუშაობდა კლინიკებში“, - იხსენებენ ფონდის დამფუძნებლები.

პეჩ ადამსის ვიზიტი არ ყოფილა მხოლოდ ფორმალური შეხვედრა. მან ქართველ ექიმ-ჯამბაზებთან ერთად მოიარა პალიატიური და ონკოლოგიური განყოფილებები, შევიდა იმ პალატებში, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ იმედი და საკუთარი მაგალითით აჩვენა, რომ ექიმი-ჯამბაზის პროფესია ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უანგარო სიყვარული.
დღეს"სიცილით თერაპია"აგრძელებს იმ გზას, რომელიც პეჩ ადამსმა დანერგა. დღეს ფონდის მთავარი ოცნებაა, რომ საქართველოში ყველა ჰოსპიტალსა და ჰოსპისს ჰყავდეს თავისი მკურნალი ჯამბაზი, რომელიც პატარა და ხანდაზმულ პაციენტებს სიმამაცესა და კომფორტს აჩუქებს.

„ჩვენი მკურნალი ჯამბაზები სიცილსა და სითბოს ჩუქნიან პატარა პაციენტებს, მათ ოჯახებსა და ხანდაზმულებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ენდორფინები“, - ამბობენ ფონდის დამფუძნებლები.
საავადმყოფოში მყოფი ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის სიცილი და პოზიტიური ემოცია ისეთივე აუცილებელია, როგორც მედიკამენტოზური მკურნალობა. ექიმი-ჯამბაზების ვიზიტი რთულ პროცედურებსა და მოლოდინს სიხარულის მომენტებად აქცევს.
R