ტრაგედია დატრიალდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. სოფელ ვეჯინში, 2 წლის ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა და გარდაიცვალა. მცირეწლოვანი დღეს დაკრძალეს. როგორც ირკვევა, ბავშვმა თვენახევრის წინ გადაყლაპა ელემენტი, ორი ურთულესი ოპერაციის შემდეგ, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
AMBEBI.GE-ს ადგილობრივი უყვება:
"უმძიმესი ფაქტი მოხდა, გარდაცვლილი ორი წლის გოგონა კატო იადანაშვილია. ჩამოასვენეს და დღეს დაკრძალეს გურჯაანის სოფელ ვეჯინში. ოჯახი არის გურჯაანიდან, მაგრამ ცხოვრობენ თბილისში. ბავშვი იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა სისხლდენით. როგორც მშობლები ამბობენ, ბავშვს სავარაუდოდ თვენახევრის წინ გადაუყლაპია ელემენტი, თურმე თავიდან ეს ფაქტი ვერ შენიშნეს. როგორც ამბობენ, მიეკრა რომელიღაც ორგანის, რაღაც ადგილზე გაჩერდა.
დროთა განმავლობაში, საუბედუროდ, გაიხსნა ეს ელემენტი და შინაგანი ორგანოები დაეწვა ბავშვს. პატარა იწვა იაშვილის კლინიკაში. ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ამბობენ ასეთი ოპერაციები საქართველოში არ ტარდებაო, მაგრამ ჩაუტარებია საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ექიმს. თუმცა მას პირველი ოპერაციის შემდეგ უთქვამს, ვერ ვშველით ბავშვს და ამიტომ უნდა გავრისკოთ და მეორე ოპერაცია უნდა გავაკეთოთო. გაუკეთდა მეორე ოპერაცია, მშობლების თქმით, გავიდა ოთხი დღე და კარგად იყო ბავშვი... განაგრძეთ კითხვა