მშობლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა, კერძო სკოლა სჯობს თუ საჯარო. არგუმენტები ორივე სკოლის სასარგებლოდ მრავლადაა. დავინტერესდით, ვინ რა უპირატესობას ხედავს კერძო თუ საჯარო სკოლაში და რა გამოცდილება დაუგროვდათ მშობლებს, რომლებმაცშვილები კერძოდან საჯაროში გადაიყვანეს და პირიქით.
ამის შესახებ ისინი თავიანთ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში გვზიარებენ:
- „ცოტა მაკვირვებს ადამიანების აზრი იმის შესახებ, თითქოს საჯარო ჯობია კერძოს..რანაირად? მესმის, რომ ყველას არ აქვს საშუალება, კერძოში ატაროს შვილი მაგრამ ამ მიზეზით თქმა, თითქოს კერძო ჯობია, არასწორია. გამოდის, სულელები ვართ, ვინც კერხოში ვატარებთ. სწავლის დონე, დისციპლინა, კონტინგენტი, გარემო ბევრად უკეთესია კერძოში და ამაში იხდის მშობელი თანხას..კერძო სკოლებიც შედარებითია, რა თქმა უნდა.“
- "ორივე გადაწყვეტილებას აქვს სასარგებლო და უარყოფითი მხარე, პირველ რიგში სკოლების პროგრამაა მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუ პრიორიტეტი სწავლაა.პირადად მე კერძო სკოლის უარყოფითს ვხედავ სოციალურ გარემოებაში, როცა ბავშვებისთვის უცნობია სხვების პრობლემები და ვფიქრობ ბავშვების უმეტესობაში ვერ ვითარდება ის ადამიანური თვისებები, რაც ცხოვრების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ საჯარო სკოლას მივანიჭებდი უპირატესობას. თუმცა, როგორც ყველაფერი."
- „ძალიან კარგად სწავლობდა ჩემი შვილი საჯაროში და უფროს კლასებში გადავწყვიტე, მეტად შემეწყო ხელი და კერძოში გადავიყვანე. ერთი წელი იარა. მოტივაცია ხომ გაუქრა, არასოდეს რომ ქცევის პრობლემა არ მქონია, სამსახურს დავანებე თავი, ისეთი დაუმორჩილებელი გახდა. აღარც სწავლა უნდოდა, სულ წავიდა ხელიდან. თან დამცინავი ტონით მეუბნებოდა, შენ ეგ მართლა კარგი სკოლა გგონიაო? მეორე წელსვე დავაბრუნე უკან საჯაროში და მადლობა ღმერთს, მოწესრიგდა ყველაფერი. უნივერსიტეტშიც მშვენიერი ქულებით მოეწყო.“
- „2 კვირა ვერ გაძლო ბიჭმა, უკან დავაბრუნე კერძოში“
- „ზოგი კერძო სკოლის ბავშვები მაინც ემზადებიან და აზრი?“
- „ყველაზე დიდი სისულელე, რასაც კერძო და საჯარო სკოლების შედარებისას დააბრეხვებენ ხოლმე, ისაა, ბავშვს თუ სწავლა უნდა, ყველგან ისწავლისო. ყველგან რომ ისწავლის და ვერსად რომ ვერ ისწავლის, ასეთი ბავშვები ერთეულები არიან. ძირითადი მასა ბავშვებისა კი ისე სწავლობს, როგორც მოსთხოვ და როგორც ხელს შეუწყობ. ბავშვს რომ ჯერ სწავლა მოუნდეს, შეუყვარდეს და მოტივაცია მიეცეს, ამასაც სწორი გარემო სჭირდება. ბავშვი სწავლობს იმის მიხედვით, რა გარემო და რა მოტივაციაც აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ გარანტირებულად ყველა კერძო სკოლა მისცემს ამ მოტივაციას და საჯარო ვერა, მაგრამ ძირითადად, მაინც კერძოები ახერხებენ ასეთი პირობების შექმნას. კერძოში კლასში ცოტა ბავშვია და ვერც ერთი მოსწავლე ვერც ერთ გაკვეთილზე ვერ გაძვრება ისე, რომ მასწავლებელმა არ გამოკითხოს და ვერ გაიგოს, რა იცის და რა - არა. ბავშვი უფრო ეჩვევა სისტემატურ მეცადინეობას, პასუხისმგებლობას და უფროს კლასებში სწავლა უკვე მისთვის ძალიან ჩვეული რუტინაა. განსხვავებით საჯაროსგან, სადაც მაღალ კლასებში სწავლა თითქმის სულ მოშლილია და დასცინიან კიდეც მას, ვინც კარგად სწავლობს.“
- „ჩვენ ამოვისუნთქეთ და ფსიქოლოგიურად დავლაგდით, რაც ბავშვი საჯარო სკოლიდან კერძო სკოლაში გადავიყვანე“.
- „კერძოდან არ გადაიყვანოთ, ინანებთ. სხვადასხვა დონეა. დამიჯერეთ, მე ვინანე. გამოცდილებით ვამბობ. დისციპლინა, სწავლა, ბავშვები, თვითონ ინტერიერი - სკოლების გარემო განსხვავდება“
- "ფულის უაზრო ყრაა. უმეტესობა მშობელს უბრალოდ, ეზარება შვილს დაუჯდეს და ურჩევნია, კერძო სკოლაში დატოვოს გახანგრძლივებულში."
- "გააჩნია კერძოსაც და საჯაროსაც. გგონიათ, დაბალი დონის კერძო სკოლები არ არსებობენ ან მოწესრიგებული საჯაროები? კერძოს მართლა კარგს თუ აარჩევ, შედარებაც არ შეიძლება საჯაროსთან, მაგრამ ზოგს ისეთში დაჰყავს, საჯარო რომ ჯობია კიდეც. მერვე კლასში რომ აღმოაჩენენ, რომ თურმე ათოსანმა არაფერი იცის. რამდენი ასეთი შემთხვევა ვიცი".
- "საჯაროში არ მიტარებია და ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ჩემი შვილის კლასელი საჯაროში გადაიყვანეს და ორ თვეში კლასელებმა დაჭრეს. რა თქმა უნდა, დააბრუნეს უკან."
- "სამი შვილი მყავს და საჯარო სკოლის გარდა სხვა არჩევანი არ მაქვს. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩემი შვილები რაიმეთი ჩამორჩებიან ჩემს დიშვილებს, რომლებიც კერძო სკოლაში დადიან. განსხვავება ისაა, რომ მე სახლში ვზივარ და მთელი დღე ხან ერთს ვამეცადინებ, ხან მეორეს და საათობით ვუზივარ. მესამე მეშვიდეკლასელია და უკვე დამყავს მასწავლებლებთან. ცვლების გამო ხომ ჯოჯოხეთს გავდივართ მთელი ოჯახი. ჩემი და კი მუშაობს თავისუფლად, არ დაკარგა თავისი შემოსავლიანი სამსახური. ის ცოდნა, რაც მის შვილებს აქვთ, თავიდან ბოლომდე სკოლის დამსახურებაა. არც დავალებებს უმოწმებს და ადამიანურ დროს მიჰყავს და მოჰყავს შვილები სკოლიდან. არც ძილის რეჟიმი ერევათ, არც კვების. წრეებიც სკოლაშივე აქვთ უფასოდ. იმის თქმა მინდა, რომ კერძო სკოლა გაძლევს საშუალებას, რომ მშვიდად იყო, არ უკონტროლო ყველაფერი და მასწავლებელს უფრო თამამად მოსთხოვო ის, რა შენიშვნაც გაქვს. საჯაროში კი გამართლებაზეა თითო-ოროლა მასწავლებელი, რომელიც ვერასდროს იმუშავებს ისე 35 ბავშვთან, როგორც 15-თან. მშობელმა უნდა აიღო შენს თავზე ყველაფერი. საბოლოოდ ჩემებიც მიიღებენ ცოდნას და მისებიც, მაგრამ პროცესს ხომ გააჩნია".
- „ბავშვი არ(ვერ) ისწავლის იქ, სადაც მოთხოვნა არ ექნება, მისი მოტივაცია კვდება. თუ სხვას არავინ სთხოვს, მეც რატომ მოვიკლა ტყუილად თავიო,- ესაა მისი ფიქრი. საჯარო სკოლების მაღალ კლასებში კი რა მოთხოვნა, გაკვეთილებსაც არავინ ესწრება“.
- „ყველაფერი განსხვავდება, კერძო და საჯარო რადიკალური სხვაობაა! ხალხი იმ დოზით დაბოღმილია,იმ დოზით არასწორ რჩევას გაძლევთ, თავი ვალდებულად ვიგრძენიმ, რომ დამეწერა! დიახ კერძო სკოლა არის უკეთესი ვერსია შენი შვილისთვის! ოღონდ კერძო სკოლას უნდა სწორი არჩევა.“
- „მე ორივე ბავშვი საჯაროში დამყავს და არ მგონია, კერძოში რა თანხაც უნდა გადავიხადო, ღირდეს. ვისაც კერძოში ჰყავთ, კიდევ ამზადებენ და აზრი და იდეა? საუკეთესო მასწავლებლები გვყავს. მთავარია ბავშვი.“
- "ჩემმს შვილმა საჯარო დაამთავრა, წარმატებით ჩაირიცხა უმაღლესში , ასევე წარმატებით დაასრულადღესაც საკუთარი ცოდნითა და დაუღალავი შრომით ცხოვრობს. არასწორი გარემო ნამდვილად არ ჰქონდა სკოლაში. ყველა მისი თანაკლასელი, საჯარო სკოლადამთავრებული, წარმატებულები არიან."
- „მასწავლებლები სხვადასხვანაირად ხსნიან გაკვეთილებს კერძოში თუ საჯაროში? ან პროგრამები აქვთ განსხვავებული? ვისაც სწავლა უნდა, არა აქვს მნიშვნელობა, პირადი 43 წლის გამოცდილებით ვამბობ“.
- „საჯაროდან კერძოში გადავიყვანე. ვერ ვიტყვი, რომ რამე სასწაული განსხვავებაა გინდ სწავლის მხრივ, გინდ დისციპლინის. ალბათ, სკოლაზე და კლასზეცაა დამოკიდებული. ამიტომ ზუსტად ვერავინ იტყვის, რა ჯობს.“
- „სკოლის ბავშვებს წლებია ვამეცადინებ, სამწუხაროდ, ნულიდან.“
- „კერძოდან საჯაროში გადავიყვანე და ძალიან სწორი ვქენი“
- „თუ სასწავლო პროგრამა ერთნაირია, რა აზრი აქვს, ბავშვი სად ისწავლის?“
- "პირველი კლასიდანვე რომ მომზადება შემოვიდა მოდაში და ამდენი დაწყებითი კლასების რეპეტიტირები რომ გაჩდნენ, ესეც ალბათ იმიტომ, რომ გადასარევი საჯარო კოლები გვაქვს. არა მგონია მეორეკლასელ კერძო სკოლელს რეპეტიტორი ამზადებდეს"