"პატრიარქის გარდაცვალებას ვისაც ყველაზე მეტად ვუსამძიმრებ - შორენა თეთრუაშვილია… არ მგონია, მასზე თავდადებული ვინმე ჰყოლოდა პატრიარქს…" - პეტრე კოლხი - მშობლები

"პატრიარქის გარდაცვალებას ვისაც ყველაზე მეტად ვუსამძიმრებ - შორენა თეთრუაშვილია… არ მგონია, მასზე თავდადებული ვინმე ჰყოლოდა პატრიარქს…" - პეტრე კოლხი

2026-03-18 12:09:44+04:00
პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე პოსტს აქვეყნებს:
"დამირეკეს….პატრიარქი გელოდებაო….სამებაში ვიყავი, პარასკევის ლოცვა ახალი დამთავრებული იყო, ბოლო აღსარებას ვიბარებდი, ოლარი გზაში მოვიხსენი, ავტომობილი დავქოქე და მისვლამდე ვინ იცის, რამდენჯერ მივედი, მივესალმე და თავი დავხარე…. ვითომ რეპეტიციებს გავდიოდი, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, მასთან არ გჭირდებოდა მომზადება. თავისუფალი და უშუალო იყო, შენგანაც იგივეს ითხოვდა….მესამე სართულზე რომ ავედი, კარი შემიღეს, დიდ ოთახში გელოდებაო….კარიდან არც თუ ისე შორს, თეთრებში გამოწყობილი იდგა და ორივე ხელში პარკი ეჭირა…. ეს ყველი არის, მეორე შოკოლადებით სავსეა და სახლში ბავშვებს მიუტანეო….ასე, პარკებით ხელში ჩამოვიარე სამი სართულის კიბეები, მაგრამ დაბლა კი არა, მოულოდნელად მეცხრე ცაზე აღმოვჩნდი…."

"პატრიარქის გარდაცვალებას ვისაც ყველაზე მეტად ვუსამძიმრებ - შორენა თეთრუაშვილია…. ისტორიულად მისგან შეიქმნა მტრის ხატი, მაგრამ არსებობს სხვა სინამდვილე, რომელიც ვფიქრობ, უფრო საინტერესოა….პატრიარქი მისთვის არ ყოფილა მხოლოდ ეკლესიის საჭეთმპყრობელი, არც სულიერი მამა, უპირველესად ალბათ, შვილი იყო…. დიახ, როგორც დედა თავს ევლება ერთადერთ შვილს, ზუსტად ისე უვლიდა და პატრონობდა პატრიარქს….შორენას პირადი ცხოვრება საპატრიარქო იყო, ადრეული ასაკიდან შეენივთა იქაურ სირთულეს….არ მგონია, მასზე თავდადებული ვინმე ყოლოდა პატრიარქს…."რა არის ქრისტიანობა?! უპირობო თავგაწირვა და ერთგულება!.."

როგორ და რამდენ ხანში ხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა - ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე ეკლესიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს

ტაქსიზე ვზივარ, დილის 6 საათიდან ვმუშაობ... არ მინდა აქ ყოფნა, ჩემი სახლი მენატრება, ჩემი ოთახი, ჩემი ბიბლიოთეკა... - პეტრე კოლხის ამერიკული ცხოვრება