როგორ და რამდენ ხანში ხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა - ახა­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის არ­ჩე­ვამ­დე ეკ­ლე­სი­ას სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე მარ­თავს - მშობლები

როგორ და რამდენ ხანში ხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა - ახა­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის არ­ჩე­ვამ­დე ეკ­ლე­სი­ას სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე მარ­თავს

2026-03-18 12:30:09+04:00

საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებისას ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს.

  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება. იმ შემთხვევაში, როცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე დადგენილი არ არის, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი ავტომატურად ხდება მოსაყდრე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმ. სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა.

საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან ორმოცი დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმ. სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად. განაგრძეთ კითხვა

მინდოდა, რიგითი ადამიანი ვყოფილიყავი და მიწაზე მეშრომა. ეს იყო ჩემი ოცნება - ილია მეორეს მოგონებები ოჯახსა და ბავშვობაზე
პატრიარქის გარდაცვალებას ვისაც ყველაზე მეტად ვუსამძიმრებ - შორენა თეთრუაშვილია… არ მგონია, მასზე თავდადებული ვინმე ჰყოლოდა პატრიარქს… - პეტრე კოლხი