როგორც ცნობილია,2026 წლის 2 მარტის ცნობილმა ჩეჩენმა მილიარდერმა, ბიზნესმენმა უმარ ჯაბრაილოვმა მოსკოვის ელიტარულ ბინაში თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ვერ გაუძლო გაკოტრებას, ვალებს და დეპრესიას.
მისმა ქალიშვილმა, 32 წლის ალვინა ჯაბრაილოვამ, სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ მამისგან დიდი მემკვიდრეობა არ დარჩენია. ბიზნესმენმა და ყოფილმა ჩეჩენმა სენატორმა, მისი თქმით, მთელი თავისი ფული „ნაომი კემპბელზე, წვეულებებზე, იახტებზე“ და „პ. დიდიზე შთაბეჭდილების მოხდენაზე“ დახარჯა.
„მან ფული მარჯვნივ და მარცხნივ გასცა, მილიონები და მილიარდები ჩადო, მათ შორის ჩეჩნეთში. ეს, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია, მაგრამ ახლა მამაჩემისგან მიღებული მემკვიდრეობა ის არის, რაც დღეს მაქვს. ახლა კი, როცა ზრდასრული ვარ, ჩემი პასუხისმგებლობაა, ეს ყველაფერი მოვაგვარო: გავყიდო, რაც შეიძლება გაიყიდოს, ყველაფერი მოწესრიგდეს“, - ციტირებს Starhit ჯაბრაილოვას სიტყვებს.
ბიზნესმენის ქალიშვილმა აღნიშნა, რომ ბავშვობაში ეამაყებოდა მდიდარი და ცნობილი მამის ყოლა, თუმცა ახლა ხვდება, რომ „საკუთარი თავის რჩენის უნარის“ სწვლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბრილიანტები ექვსი ან ათი წლის ასაკში. ალვინა მამას „მთავარ გმირს“ უწოდებს, რომელსაც აღმერთებდა, მაგრამ დასძენს, რომ „ის ასევე ყველაზე საშიში ადამიანი იყო“ მის ცხოვრებაში.
„შემიძლია მამაჩემი მიყვარდეს და ამავდროულად გავაკრიტიკო. ერთდროულად შეიძლება არსებობდეს ორი რეალობა. სწორედ ამიტომ არის ზოგჯერ ასე რთული იმის მიღება, რომ ადამიანი შეიძლება უბრალოდ კარგზე მეტი იყოს“, - განმარტა მან.

ბავშვობის გახსენებისას, 2000-იანი წლების მოსკოვის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის მემკვიდრემ თქვა, რომ მამამისის ყურადღება ენატრებოდა და მის შესახებ, როგორც პიროვნების შესახებ, მხოლოდ ახალი ამბებიდან და ინტერნეტიდან იგებდა.
„მამაჩემი ძალიან ქარიზმატული, ჭკვიანი და მხიარული იყო. თუმცა, მას ბნელი მხარეც ჰქონდა - ძალიან საშიში. მე მას, როგორც ადამიანს, კარგად არ ვიცნობდი - მის შესახებ მეტი ჟურნალებიდან და ინტერნეტიდან გავიგე.“
დროთა განმავლობაში მათი ურთიერთობა მხოლოდ გაუარესდა. „მისგან მეტს ველოდი. ფულზე არ ვსაუბრობ - ყურადღებაზე, ზრუნვაზე ვსაუბრობ. მე მარტივი რამ მინდოდა: რომ ის იქ ყოფილიყო, ჩვენთან ერთად გაეტარებინა დრო, ჩვეულებრივი ოჯახური საქმეები ეკეთებინა. ეს არ მომხდარა. ის ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული, მუდმივად მოიხმარდა და ამის გამო, ჩვენც შევწყვიტეთ კომუნიკაცია“, - აღიარა გოგონამ.
მან ასევე გაიხსენა, რომ მამამისს შეეძლო სახიფათო სიტუაციებში ჩაეყენებინა და სასტიკიც ყოფილიყო. ალვინა თვლის, რომ, გარკვეულწილად, მან ზღო თავისი ცხოვრების წესის გამო.
„მამაჩემმა ექვსი წლის ასაკში ალკოჰოლის დალევას მაიძულებდა. იყო მომენტები, რომლებზეც საუბარიც კი არ მინდა - ღმერთმა იცის, რა მოხდა იქ. მესმის, რომ ბევრი არ დაიჯერებს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის ნათელი და საინტერესო ადამიანი იყო, ძალიან ბნელი სიღრმე ჰქონდა. ამიტომ, ჩემთვის ის ერთდროულად ძალიან ჭკვიანიც იყო და ძალიან სულელიც. ხშირად იყენებდნენ მას. და ბოლოს, საშინელი სიკვდილით გარდაიცვალა - ის ძაღლივით მოკლეს. რისთვის?“ - ამბობს ალვინა, რომელსაც არ სჯერა თვითმკვლელობის ვერსიის.

ჯაბრაილოვმა ადრეც სცადა თვითმკვლელობა, 2020 წელს, მაგრამ გადაარჩინეს. ბიზნესმენისა და ქსენია სობჩაკის ყოფილი საყვარლის დაკრძალვა მის სამშობლოში, ჩეჩნეთში გაიმართა. ჯაბრაილოვი ადრე დეპრესიითა და ნარკოდამოკიდებულებით იტანჯებოდა, ბოლო წლებში კი ვალებით ცხოვრობდა.
უმარ ჯაბრაილოვს ორი ქალიშვილი ჰყავს: ალვინა და 36 წლის ანატა. ორივე ბავშვობიდან ევროპაში ცხოვრობს.