რატომ იზრდებიან ბავშვები ნაადრევად, რა არის საშიში ნაადრევ მომწიფებაში და რატომ ზღუდავენ ამ დროს ექიმები ქათმის ხორცს - ირაკლი ფაღავა გავრცელებულ შეკითხვებს პასუხობს - მშობლები

რატომ იზრდებიან ბავშვები ნაადრევად, რა არის საშიში ნაადრევ მომწიფებაში და რატომ ზღუდავენ ამ დროს ექიმები ქათმის ხორცს - ირაკლი ფაღავა გავრცელებულ შეკითხვებს პასუხობს

2026-03-18 18:11:31+04:00

ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო მედიცინა საგანგაშო ტენდენციაზე საუბრობს: ბავშვები იმაზე ადრე იზრდებიან, ვიდრე ეს მათ ბიოლოგიურ განვითარებასშეესაბამება. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ განვითარებულ ქვეყნებში სქესობრივი მომწიფების დაწყების საშუალო ასაკი ყოველ 10 წელიწადში დაახლოებით 3-4 თვით იწევს წინ.

კვლევების მიხედვით, 2020 წლის პანდემიის შემდეგ ნაადრევი სქესობრივი მომწიფების შემთხვევები მსოფლიოში თითქმისგაორმაგდა, რასაც მეცნიერები ცხოვრების სტილის მკვეთრ ცვლილებასა და სტრესს უკავშირებენ.დადგენილია, რომ სხეულის მასის ინდექსის (BMI) მცირედი მატებაც კი გოგონებში 25%-ით ზრდის ნაადრევი პუბერტატის რისკს.

სად გადის ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის და რა როლს თამაშობს ჩვენი ყოველდღიურობა ამ პროცესში? ამ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავაგვესაუბრება.

„წითელი ხაზები“: როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

– ბატონო ირაკლი, რეალურად გახშირდა თუ არა ნაადრევი მომწიფების შემთხვევები საქართველოში და რა ასაკი ითვლება კრიტიკულ ზღვრად?

– დიახ, შემთხვევები გახშირდა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. მშობლებმა უნდა იცოდნენ კონკრეტული ასაკობრივი ზღვარი, რომლის ქვემოთაც ცვლილებების დაწყება საყურადღებოა:

გოგონებში:„წითელი ხაზია“ მკერდის ზრდა8 წლის ასაკამდე, ან თმიანობის გაჩენა იღლიასა და ბოქვენის მიდამოში.

ბიჭებში:მეორადი სასქესო ნიშნების (თმიანობა, პენისის გადიდება) გამოჩენა10–10.5 წლის ასაკამდე.

– ფიზიკური ცვლილებების გარდა, არსებობს თუ არა ფსიქოლოგიური ნიშნები, რაც დიაგნოზზე მიგვანიშნებს?

– ფსიქოლოგიური ნიშნები არასპეციფიკურია, ამიტომ მათზე დაყრდნობით დიაგნოზს ვერ დავსვამთ. მთავარი მაინც ფიზიკური ინდიკატორებია: მკერდის ზრდა, პენისის გადიდება და თმიანობის გაჩენა შესაბამის ზონებში.

– რამდენად დასაბუთებულია ეჭვები ქათმის ხორცის, სოიოსა და ბისფენოლის (პლასტმასის) მავნებლობაზე?

– მეფრინველეობის ფაბრიკის ქათმის ხორცის როლი დღემდე სამეცნიერო კვლევის საგანია. თუმცა, ნაადრევი სიმპტომების დროს ზოგჯერ ურჩევენ მშობლებს ამ პროდუქტის შეზღუდვას. რაც შეეხება სხვებს:

განაგრძეთ კითხვა

როდის ითვლება გოგონებსა და ბიჭებში სქესობრივი მომწიფება ნაადრევად ან დაგვიანებულად და რა ნიშნებს უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა - სპეციალისტი განმარტავს
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სქესობრივი მომწიფების დროს ბიჭებში? - ექიმი-რეპროდუქტოლოგის რჩევები მშობლებს