"20 წლის ვიყავი, "ჯეოსტარში" შემთხვევით რომ მოვხვდი. ჩემთვის სრულიად უცხო სამყაროში ამოვყავი თავი.
ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ძალიან შორს წავიდოდი, ნახევარფინალი ისე მოვიდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი.
ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე საპასუხისმგებლო ტური იყო (სამღერი მქონდა იუდას არია), დამეწყო მაღალი სიცხეებით ანგინა, ფაქტიურად განწირული ვიყავი, რომ პროექტს დავტოვებდი.
თუ ზუსტად მახსოვს, პარასკევს მირეკავს ტელეფონი და მატყობინებენ, რომ პატრიარქს უნდა ჩემი ნახვა. გულწრფელად გამიკვირდა და ვერ ვხვდებოდი, მე რით დავიმსახურე ეს ყველაფერი.
დიდი ხანი რომ არ გამიგრძელდეს, სიონში ვნახე ჩვენი პატრიარქი და შეხვედრის ბოლოს მეუბნება:“ჯეოსტარს რომ მოიგებ, მერე რა უნდა გააკეთოო”
დაბნეულმა ვუთხარი, რომ კარგად მოვიქცევი-თქო. მასაც და ყველას საკურთხეველში გაეღიმათ…
არასდროს არ მიგრძნია მსგავსი არაფერი ჩემს ცხოვრებაში, ვერც ის გავიგე, ჩემი სიცხე და წითელი ყელი სად გაქრა…..