​სკანდალი სილამაზის ინდუსტრიაში - ცნობილი ბრენდის დამფუძნებელმა საზოგადოებას მოუწოდა, არ დაიჯერონ რეტინოლისა და SPF-ის სარგებელი - მშობლები

​სკანდალი სილამაზის ინდუსტრიაში - ცნობილი ბრენდის დამფუძნებელმა საზოგადოებას მოუწოდა, არ დაიჯერონ რეტინოლისა და SPF-ის სარგებელი

2026-03-19 10:13:24+04:00

პოპულარული კოსმეტიკური ბრენდის, Dr. Barbara Sturm-ის დამფუძნებლის, ბარბარა შტურმის გარშემო დიდი სკანდალი აგორდა. 54 წლის ყოფილმა ქირურგ-ორთოპედმა და ამჟამად კოსმეტოლოგიის სფეროში ცნობილმა სპეციალისტმა გამოცემა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რეტინოლი და SPF კანს ვნებს, რის გამოც მკითხველებს ამ "სახიფათო" საშუალებებზე დაუყოვნებლივ უარის თქმისკენ მოუწოდა.

barbara-shturmi-2-1773900891.jpg

მსგავსმა განცხადებებმა დერმატოლოგების გაოცება და რისხვა გამოიწვია. ​ჟურნალისტთან საუბრისას შტურმმა რეტინოლის დაბერების საწინააღმდეგო თვისებები ეჭვქვეშ დააყენა. მისი თქმით, რეტინოლი მიკრობიომს შლის, ანთებას იწვევს და დროთა განმავლობაში კანს ათხელებს. ​ბარბარა დარწმუნებულია, რომ კანის ჯანმრთელობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად საბაზისო მოვლა - სახის კრემი და ჰიალურონის მჟავა სრულიად საკმარისია. მზისგან დამცავი საშუალებებიც, მისი აზრით, ზიანის მომტანია:

"ყველა ეს კრემი, რომლებიც ყოველ ორ საათში უნდა წაისვათ... იწვევს იმას, რომ თქვენ მზეს ემალებით. დღის სინათლე გჭირდებათ. დილის მზეზე მაინც გადით, როდესაც ულტრაიისფერი გამოსხივება ნაკლებია და სხივებით ისიამოვნეთ. მე არ ვამბობ, რომ SPF საერთოდ არ არის საჭირო - მას თავადაც ვიყენებ, მაგალითად, თხილამურებით სრიალისას ან მთაში ყოფნისას. თუმცა მსგავსი პროდუქტების გამოსაყენებლად კანი მზად უნდა იყოს". ​

barbara-shturmi-4-1773900908.jpg

პუბლიკაციის კომენტარებში დიდი დისკუსია გაჩაღდა. ზოგიერთმა მომხმარებელმა შტურმის სიტყვების დამაჯერებლობა მისი გარეგნობის გამო ეჭვქვეშ დააყენა: "54 წლის კვალობაზე მას საუკეთესო კანი ნამდვილად არ აქვს... არ ვარ დარწმუნებული, რომ მის რჩევებს ყურს დავუგდებდი", "მას აშკარად გამომშრალი კანი აქვს და თავის ასაკთან შედარებით, უფროსად გამოიყურება. ფოტოდაბერების კუთხით მას 65 წელს მივცემდი", "მეგონა, დაახლოებით, 70 წლის იყო... ასე რომ, რასაც უნდა ამბობდეს, მისი სიტყვები სიცრუეა". ​

მოგვიანებით განხილვაში სპეციალისტებიც ჩაერთნენ. დერმატოლოგებმა შეგვახსენეს, რომ რეტინოლი დაბერების საწინააღმდეგო მოვლის "ოქროს სტანდარტად" ითვლება და მისი ეფექტურობა ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევებით დასტურდება. იგი კოლაგენის გამომუშავებას ასტიმულირებს, ნაოჭებს ამცირებს, უჯრედების განახლებას აჩქარებს და კანის ტონს ათანაბრებს. მეტიც, შტურმის ნათქვამის საპირისპიროდ, რეტინოიდები კანს კი არ ათხელებს, არამედ დერმის გასქელებას უწყობს ხელს.

რაც შეეხება მზისგან დამცავ საშუალებებზე უარის თქმას, ექიმებმა მსგავსი განცხადებები უკიდურესად უპასუხისმგებლოდ მიიჩნიეს. საბოლოოდ, ექსპერტებმა ფართო აუდიტორიის წინაშე მსგავსი გამონათქვამების ეთიკურობის საკითხიც წამოსწიეს და აღნიშნეს, რომ ბიუთი-ინდუსტრიაში მიღწეული წარმატების მიუხედავად, შტურმი განათლებით ორთოპედია და არა დერმატოლოგი.

barbara-shturmi-5-1773900938.jpg

​ბარბარა შტურმმა "მოლეკულური კოსმეტიკის" ლუქს-ბრენდი - Dr. Barbara Sturm 2014 წელს შექმნა. მისი საავტორო მეთოდებით დაფუძნებული ბრენდი მსოფლიო ვარსკვლავებში უკვე მრავალი წელია, პოპულარობით სარგებლობს: სხვადასხვა დროს მას სიენა მილერი, ირინა შეიკი, ქეით მოსი, გვინეტ პელტროუ, როზი ჰანტინგტონ-უაითლი და ელზა ჰოსკი აქებდნენ. თუმცა, ბრენდის პროდუქციას ჩვეულებრივი მომხმარებელი, ალბათ, ნაკლებად შეიძენს, რადგანაც, როგორც წესი, ბრენდი საკმაოდ ძვირადღირებულ საშუალებებს აწარმოებს.

რა შეიძლება, იწვევდეს ქერტლს და თავის კანის ქავილს და რა სიხშირით უნდა დავიბანოთ თავი - ზაზა თელიას რეკომენდაციები
როგორ კოსმეტიკას არ უნდა იყენებდეს მოზარდი: თავის მოვლა საჭიროა, მაგრამ მოზარდის კანისთვის ყველაფერი დასაშვები არ არის
რა ზიანი მოაქვს ორგანიზმისთვის დიდი ხნის გამოსაცვლელ თეთრეულს: ჩვენ ვკარგავთ კანის თითქმის მილიონ მკვდარ უჯრედს დღეში
თმის ცვენა, ფრჩხილების სისუსტე, კანის პრობლემები - დანამატები, რომლებიც ორგანიზმის გაძლიერებაში დაგვეხმარება