"ჩემი შვილები თუ თქვენ დაგემსგავსებიან, ერთ-ერთი უბედნიერესი დედა ვიქნები..." - ანა ტყებუჩავას აღიარება და გაზრდილი "ტასოს და ჯეკოს" აზრები ნინას დედობაზე - მშობლები
მსახიობი ანა ტყებუჩავა ახალი პოდკასტით წარდგა, რომელსაც V ელემენტი ჰქვია. მისი პირველი სტუმრები მისი ეკრანული შვილები იყვნენ სერიალ ჩცდ-დან - ტასო და ჯეკო, ქეთა ორბელაძე და გიორგი ბარბაქაძე.
ახალგაზრდებმა საინტერესოდ ისაუბრეს გადაღებებზე გატარებულ ბავშვობაზე და ხშირად იქვე მომზადებულ დავალებებზე, მათ მოსაზრებაზე ნინასა და დათოს მშობლობის შესახებ და იმაზე, რომ მათთვის ასეთი ტიპის მშობლები მიუღებლები არიან. ასევე, მოზარდების პრობლემებზე, თაობებს შორის განსხვავებებსა და დაპირისპირებაზე, უნდა იყოს თუ არა მშობელი მეგობარი, და ა.შ. ასევე აღნიშნეს, რომ ბავშვობიდან ასეთი დიდი პოპულარობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას აკისრებთ.
გიორგი ბარბაქაძე:
- პასუხისმგებლობას მოითხოვს მაინც, ასეთ მასშტაბურ სერიალში რომ თამაშობ და ცნობილი ხარ. პასუხისმგებლობაა რომ კარგი ქცევები გქონდეს, კარგი მაგალითი მისცე ხალხს და კარგი უნარჩვეები გქონდეს.
ქეთა ორბელაძე:
- მე ამ პასუხისმგებლობას, გიომ რაც თქვა, მივხვდირაც უფრო ვიზრდებოდი. უფრო მეტად ვხვდებოდი, რომ მარტო ის არ იყო, რომ ვა შენ ტასო ხარ და ჩემი ცოლის დაქალებში თამაშობ. პასუხისმგებლობის განცდაც ჩნდება, რომ ხარ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი სერიალის და ყურებადი და პოპულარული სერიალის მსახიობი. თუმცა უნდა გქონდეს იმის გააზრებაც, რომ შენ ხარ ხარ ჩვეულებრივად ამ თაობის წარმომადგენელი, ზუსტად იგივე ახალგაზრდა, იმ ასაკის, იმ გონების, უბრალოდ რაღაცა ცხოვრებაში მოხდა ისეთი გარდამტეხი პერიოდი, რამაც შენი ცხოვრება შეცვალა და ძალიან გაგიმართლა.
ანა ტყებუჩავამ მათთან ერთად ისაუბრა დედობის გამოწვევებზე, თინეიჯერი შვილების აღზრდაზე, პრობლემებზე და აღნიშნა, რომ მათნაირ შვილებს ისურვებდა:
- მიხარია, რომ ძალიან კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდით საკმაოდ რთულ გარემოში და რთულ დროში. და მე მაქვს ნათქვამი, რომ ჩემი შვილები თუ თქვენ დაგემსგავსებიან, ერთ-ერთი უბედნიერესი დედა ვიქნები და იმედი მაქვს, ასეც იქნება. ამას აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ იმიტომ, რომ იცით, რომ ძალიან მომწონხართ გარდა იმისა, რომ რაღაცა გრძნობები მაქვს ბუნებრივად.