შორენა თეთრუაშვილი გლოვობს პატრიარქს, რომელსაც მრავალი წელი ემსახურა (ვიდეო) - მშობლები

შორენა თეთრუაშვილი გლოვობს პატრიარქს, რომელსაც მრავალი წელი ემსახურა (ვიდეო)

2026-03-19 10:43:17+04:00
eklesianews.ge ვიდეოს აქვეყნებს: "შორენა თეთრუაშვილი გლოვობს პატრიარქს, რომელსაც მრავალი წელი ემსახურა".

შორენა თეთრუაშვილი წლები იყო საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერენტი და მასზე ბევრი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა. პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია, რომელიც შორენა თეთრუაშვილს თითქმის 30 წელია იცნობს, ინტერვიუში ასე საუბრობდა მასზე:

"ამ ადამიანმა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში თქვა უარი საკუთარ თავზე. საერო პირია, მაგრამ ცხოვრობს მწირად. დაახლოებით 17-18 წელიწადზე მეტია, რაც თავისი ერთადერთი ბინა, რომელიც დედ-მამისგან დარჩა და რომელიც სპორტის სასახლის უკან მდებარეობს (პრაქტიკულად ქოხმახის მდგომარეობაში), მიატოვა და საპატრიარქოში დასახლდა. დიახ, ერთადერთი უძრავი ქონება - დედისგან და მამისგან დატოვებული სახლი, მრავალშვილიანი ნათესავის ოჯახს დაუთმო... თავისი მისაღები, რომელიც საპატრიარქოს ერთი პატარა ოთახია, 10 წლის განმავლობაში (მისი სამდივნოს ოთახი) გადატიხრული ჰქონდა "დეესპეთი", სადაც მხოლოდ საწოლი ეტეოდა. შორენას მთელი ქონება და ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ მისი ტანსაცმელია, მეტი არაფერი.

არასდროს ყოფილა დაოჯახებული. არის უწმინდესის სულიერი შვილი, ისევე როგორც მე და ბევრი სხვა ადამიანი". იხილეთ ვრცლად

მასწავლებლები არ მიყვარდა და არც მე ვუყვარდი მასწავლებლებს... ეს ბავშვისთვის ისეთი ტრავმა იყო, რომ ახლაც რომ მახსენდება, ცუდად ვხდები - პატრიარქის ემოვიური მოგონება ბავშვობიდან
მონაზონი, სახელად ილია, რომელსაც საოცრად ამსგავსებენ პატრიარქს - ილია მეორის ძმის შვილიშვილი უწმინდესის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე აღიკვეცა

პატრიარქის გარდაცვალებას ვისაც ყველაზე მეტად ვუსამძიმრებ - შორენა თეთრუაშვილია… არ მგონია, მასზე თავდადებული ვინმე ჰყოლოდა პატრიარქს… - პეტრე კოლხი