მონაზონი, სახელად ილია, რომელსაც საოცრად ამსგავსებენ პატრიარქს - ილია მეორის ძმის შვილიშვილი უწმინდესის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე აღიკვეცა - მშობლები

მონაზონი, სახელად ილია, რომელსაც საოცრად ამსგავსებენ პატრიარქს - ილია მეორის ძმის შვილიშვილი უწმინდესის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე აღიკვეცა

2026-03-19 12:50:54+04:00

17 მარტს გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რითაც დასრულდა ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცელი. მისი ეპოქა - სავსე სულიერი აღმავლობითა და ურთულესი განსაცდელებით, სამუდამოდ დარჩება ქართველთა მეხსიერებაში. საქართველოს ეკლესიის ისტორიაში სიმბოლური დამთხვევები ხშირია, თუმცა ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტოებმა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ლაპარაკია ახალგაზრდა მონაზონზე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ახლო ნათესავია და მას ვიზუალურადაც საოცრად ჰგავს.

  • აღკვეცის რიტუალი და ახალი სახელი

2026 წლის 15 მარტს, პატრიარქის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, ბათუმის ყოვლადწმიდა სამების სახელობის მონასტერში მნიშვნელოვანი საეკლესიო რიტუალი აღსრულდა. ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, არქიმანდრიტმამაქსიმემ (ბეჭვაია)მონაზვნად აღკვეცა მორჩილიგრიგოლი (ნადიბაიძე).

ყველაზე სიმბოლური კი ის აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ბერს სახელი ილია ეწოდა.

  • საეკლესიო უწყება:

2025 წლის 8 მარტს პაატა ნადიბაიძე მორჩილების კაბით შეიმოსა (სახელით გრიგოლი), ხოლო ზუსტად ერთი წლის თავზე, 2026 წლის 15 მარტს, ის მონაზვნად აღიკვეცა. განაგრძეთ კითხვა

შორენა თეთრუაშვილი გლოვობს პატრიარქს, რომელსაც მრავალი წელი ემსახურა (ვიდეო)
მინდოდა, რიგითი ადამიანი ვყოფილიყავი და მიწაზე მეშრომა. ეს იყო ჩემი ოცნება - ილია მეორეს მოგონებები ოჯახსა და ბავშვობაზე