პატრიარქის გარდაცვალებამ საზოგადოებაში ძალიან დიდი ემოციური ერთობა გამოიწვია. პატრიარქს სრულიად საქართველოსთან ერთად გლოვობენ მისი ნათლულები - ათი ათასობით ოჯახი, რომლებსაც შვილი უწმინდესმა მოუნათლა. უამრავ ადამიანს და მათ შორის, პატრიარქის ნათლულებს, მათ მშობლებს, უჩნდებათ კითხვა - როგორ მიაგონ ჯეროვანი პატივი გარდაცვლილ ნათლიას და როგორ გამოხატონ ნათლულის ვალდებულება?
სოციალურ ჯგუფებში დისკუსია არ წყდება. ხალხს აინტერესებს როგორც პრაქტიკული, ისე სულიერი დეტალები, მაგალითად:
განსაკუთრებული ინტერესია რეგიონებიდანაც, სადაც მრევლი თბილისში წამოსასვლელად ემზადება და ზუსტ გზამკვლევს ელოდება.
ჩვენ დავუკავშირდით საპატრიარქოს პატრიარქის ნათლულების განყოფილებას, სადაც გაგვიმარტეს, რომ მათ უამრავი ადამიანი უკავშირდება. განყოფილებიდან გვაცნობეს, რომ სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს ყველა ამ საკითხის შეთანხმება და მუშაობა ოფიციალურ განცხადებაზე, რათა პატივისმიგების პროცესი იყოს ღირსეულიად ორგანიზებული.
"დღეს, 19 მარტს, საღამოს, 20:00 საათზე, პატრიარქის ნათლულები აწყობენ ფეხით მსვლელობას ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრამდე", - განაცხადეს პატრიარქის ნათლულების განყოფილებაში.
ნათლულების განყოფილება მოუწოდებს საზოგადოებას, გამოიჩინონ მოთმინება და ნუ აჰყვებიან გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ამ ეტაპზე მთავარია სიმშვიდე და ლოცვა. ოფიციალური განცხადება, რომელიც ყველა დასმულ კითხვას უპასუხებს, მალე გახდება ცნობილი და მოგვიანებით შემოგთავაზებთ დაზუსტებულ დეტალებს.
მსვლელობას უერთდებიან პატრიარქის ნათლულთა მშობლები, მრავალშვილიანი დედები. ისინი გეგმავენ მსვლელობას, 20:00 საათზე, ავლაბრის მეტროდან... ბავშვებს თითო თეთრი ვარდი ექნებათ სიმბოლურად.
საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის. ტრადიცია პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილის მონათვლას ითვალისწინებდა, 2008 წელს დაწესდა ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. საყოველთაო ნათლობა პერიოდულასამების საკათედრო ტაძარში სრულდებოდა, სადაც პატრიარქი პირადად ლოცავდა თავის ნათლულებს. ნათლული შეიძლებოდას გამხდარიყო ოჯახის მესამე და მომდევნო შვილი, რომელიც ქორწინებაში დაბადებული შვილი გახლდათ.
ბოლო, რიგით 72-ე საყოველთაო ნათლობა ნოემბერში გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 700 ბავშვი გახდა.ილია მეორის ნათლული ჯამში 50 000-ზე მეტი ბავშვია.
შორენა მერკვილაძე