ცნობილი მზარეული ალეკო ჯავაშვილი გამომწერებს წინასააღდგომო სამზადისის ფარგლებში, მორიგ რეცეპტს უზიარებს. ეს პასკის სანელებლების ნაზავია, რომელსაც იგი საკუთარი მეთოდით ამზადებს. მისი თქმით, მსგავს რეცეპტს ყოველ წელს გვთავაზობს, მაგრამ ვინაიდან შეკითხვები მაინც მრავლადაა, წელს კიდევ ერთ, განახლებულ ვერსიას უზიარებს გამომწერებს.
ინგრედიენტები:
ეს ყველაფერი ერთად ჩავყაროთ და ცალკე დავდგათ.
"3 ფორთოხლის ცედრა შეურიეთ 150 გრამ შაქარს და ვანილს. ამოსრისეთ კოვზით ან რეზინის ხელთათმანებით, რადგან თითები ეთერზეთებს იწოვს. შეიძლება ნახევარი კილო ლიმონით ის არომატი ვერ მოგცეთ, როგორც ამ მეთოდმა - შაქარში რომ იზილება. ამ დროს გამოყოფს ლიმონი სასწაულ ეთერზეთებს.
მშრალ ინგრედიენტებს დავასხათ ნახევარი არაყი ან კონიაკი. შარშან კონიაკით გავაკეთე, წელს არყით ვაკეთებ.
სხვა ვარიანტი ვცადოთ მათთვის, ვინც ამ ვიდეოს აღდგომამდე 3-4 დღით ადრე ნახავს. ამ შემთხვევაშიც იგივეს ვაკეთებთ, მაგრამ შემდევ ვიყენებთ ბლენდერს, რომ ყველაფერი კარგად გაიხსნას. გადაიტანეთ შუშის ჭურჭელში, შეინახეთ მაცივარში და დღეში ერთხელ-ორჯერ შეანჯღრიეთ. უამრავი კითხვა შემოდის. შეიძლება შარშანდელი ნაყენი გამოვიყენოთ? შეიძლება. ლიმონი არ უნდა? უნდა, მაგრამ უნდა გამოიყენოთ შაქარში ასრესილი. ასრისეთ და შეინახეთ. შაქარში არაფერი გაფუჭდება. 10 კვერცხზე გამოიყენეთ 100 მლ. სითხე." - ამბობს ალეკო ჯავაშვილი.