ექიმი, პათოლოგანატომი, დეა ყოლბაია "სალომე კასრაძის პოდკასტში" საუბრობს, რა გავლენა აქვს ხანგრძლივ სტრესსა და ემოციების არასწორად მართვას ადამიანის ჯანმრთელობაზე:
- ყველაზე დიდი და მძიმე სტრესი არის, როდესაც შენ შენს ნამდვილ პოზიციას, ნამდვილ სათქმელს, რომელიც უნდა თქვა, არ ამბობ და მერე ნანობ, რომ არ თქვი. ეს ანატომიურად, ჰისტოლოგიურად, ციტოლოგიურად, მორფოლოგიურად გცვლის. ნებისმიერი დაავადების დროს, რა თქმა უნდა, გენეტიკური ფაქტორები, მუტაციაა. ეს შეიძლება, მემკვიდრული განწყობა იყოს. ასევე, ეს შეიძლება, რადიაცია იყოს და ასე შემდეგ. სტრესის ჰორმონები გენოტროპულია და გენებს ცვლის. ხანგრძლივი სტრესი იწვევს კიბოს. ხანგრძლივი სტრესი პარკინსონიზმს იწვევს... ხანგრძლივი სტრესი მთელ რიგ ფსიქიკურ პათოლოგიებს იწვევს.
ადამიანი იცვლება. პირველი წონის ცვლილებაა. ან ძალიან გასუქება ან ძალიან გახდომა. ანუ მეტაბოლური სინდრომი. პირველი, რაც ყოველ 6 თვეში ერთხელ უნდა შეისწავლოთ, ეს არის ფარისებრი ჯირკვალი, ჰორმონები და ანტისხეულები, პანკრეასის ფუნქციები, ინსულინი. ხომ არ არის ინსულინრეზისტენტობა. თუ ინსულინრეზისტენტობაა, ჩათვალეთ, ორგანიზმი დიაბეტისთვის ემზადება.
საზოგადოება დიდი განსაცდელის წინაშეა. ნაწილი ნარკომანი, ნაწილი ალკოჰოლიკი, ნაწილი ლუდომანი, ნაწილი ფსიქოტროპულებზეა, ნაწილი ამათ უვლის და მერე თავად არიან სამკურნალო. ყველანი ავად ვართ. ყოველი ფეხის ნაბიჯზე აფთიაქია. ძირითადად, ყველაზე გაყიდვადი ტკივილგამაყუჩებელი, საძილე, ანტიდეპრესანტი, წნევის წამლები, დიაბეტის მედიკამენტებია. ფსიქიკურად ავად ვართ...
პრობლემაა ემოციების არასწორი აღმოცენება. მეორე, ამ ემოციების არასწორი მართვა. სადაც საჭირო იყო, გეთქვა - არ თქვი და სადაც არ შეიძლებოდა - თქვი. ამას სჭირდება ნეიროპლასტიკურობა, ბიოლოგიური რესურსი, განათლება.
ვრცლად იხილეთ გადაცემა: