85 წლის ალ პაჩინო და მისი ორი წლის ვაჟის, რომანის დედა, 32 წლის ნურ ალფალა, კვლავ ერთად გამოჩნდნენ საჯარო ღონისძიებაზე და გაამძაფრეს ხმები შერიგების შესახებ. წყვილი შანელის ყოველწლიურ ვახშამზე შენიშნეს, ერთ მაგიდასთან ისხდნენ და ფოტოებისთვის პოზირებდნენ.


ნურის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ის, დეკოლტეიანი შავი კაბაში, მსახიობთან ერთად პოზირებს. ქალმა პოსტს გულის ფორმის ემოჯიც დაურთო.
ეს წყვილის პირველი ერთობლივი გამოჩენა არ არის ბოლო დროს, რაც შესაძლო რომანტიკული ურთიერთობების ხელახლა გაჩაღების შესახებ ჭორებს ამყარებს. თებერვალში ისინი ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად Funke-ს წვეულებაზე ნახეს, ხოლო გასული წლის დეკემბერში ნური მსახიობის გვერდით იმყოფებოდა ფილმ „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელშიც ასევე დიკაპრიო მონაწილეობდა.


შეგახსენებთ, რომ ალ პაჩინოსა და ნურ ალფალას, რომელიც იმ დროს 29 წლის იყო, რომანი საჯაროდ 2022 წლის აპრილში გახდა ცნობილი, თუმცა მათი ურთიერთობა რეალურად 2020 წელს დაიწყო. ასაკობრივი სხვაობა წყვილს არ აწუხებდა და 2023 წლის ივნისში მათ ვაჟი, რომანი, შეეძინათ. თუმცა, ბავშვის დაბადების შემდეგ, ისინი დაშორდნენ, „უბრალოდ მეგობრების“ სტატუსზე გადავიდნენ და შვილის ერთად აღზრდაზე გაამახვილეს ყურადღება, ცალ-ცალკე ცხოვრების პარალელურად.



მიუხედავად ამისა, თავად ალფალა არაერთხელ უსვამს ხაზს მათ ახლო ურთიერთობას. გასული წლის ოქტომბერში მან ალ პაჩინოს „ყველაზე მაგარი მამაკაცი“ უწოდა და აღიარა, რომ ისინი ყოველდღე ერთად ატარებენ დროს. ხოლო მიმდინარე წლის იანვარში უკვე ერთად ნახეს სან ვისენტეს ბუნგალოში.
ნურისთვის, ქუვეითში დაბადებული პროდიუსერისთვის, ასეთი ურთიერთობები სიახლეს არ წარმოადგენს - ის ცნობილია მასზე გაცილებით უფროს მამაკაცებთან ურთიერთობით. პაჩინომდე 82 წლის მიკ ჯაგერთან და 64 წლის მილიარდერ ნიკოლას ბერგრუენთან იყო დაკავშირებული.
თავად ალ პაჩინოს, რომანის გარდა, სამი ზრდასრული შვილი ჰყავს: 36 წლის ქალიშვილი ჯულია და 25 წლის ტყუპები ანტონი და ოლივია. საინტერესოა, რომ როდესაც ალ პაჩინომ შეიტყო, რომ ნური მის შვილს ელოდებოდა, მას არ დაუჯერა; გოგონას გენეტიკური ტესტირება დასჭირდა.