„ძალიან მიჭირს… არ ვიცი, როგორ გავუძლებ” - ნაირა ნაჩხატაშვილი კათოლიკოს-პატრიარქს „დაიტირებს” მის უკანასკნელ გზაზე - მშობლები

„ძალიან მიჭირს… არ ვიცი, როგორ გავუძლებ” - ნაირა ნაჩხატაშვილი კათოლიკოს-პატრიარქს „დაიტირებს” მის უკანასკნელ გზაზე

2026-03-20 17:02:43+04:00

პატრიარქის საგალობლების შემსრულებელი ნაირა ნაჩხატაშვილი, რომელსაც საზოგადოება განსაკუთრებულად წითელ პარასკევს შესრულებული იესოს დატირებით იცნობს, "ახალ დღეში" ანი კეკუას მუსიკალური რუბრიკის სტუმარი იყო და ვრცლად ისაუბრა ილია მეორის გაცნობაზე, თავის საქმიანობაზე კონსერვატორიიდან დღემდე, და ილია მეორის დატირებაზე.

- ჩვენმა უწმინდესმა მოისურვა, რომ ხალხი მოეზიდა ტაძარში... ყველაფერს ყურადღებას აქცევდა, სულ უნდოდა, რომ წინსვლები ყოფილიყო, ხალხი მოსულიყო, მორწმუნე გამხდარიყო ყველა, ყველას ეწამა ღმერთი...კომპოზიტორებს დაევალათ და მართლაც შეიქმნა დატირება. უწმინდესმა მოისურვა, რომ დავით გურამიშვილის ტექტზე შესრულებულიყო დატირება, ვაი რა კარგი საჩინო... გადაწყდა, რომ მე უნდა მეგალობა...

თუ მიაქცევდით ყურადღებას. რომ ვგალობ, იესოს ვუყურებ. იქ ფრესკები ხო არის და იქ უკვე მიდის ვედრება. თუ შენ გულით არ სთხოვე, ვაის ვიტყვი თუ არა, ყველას ცრემლი მოსდის იმიტომ, რომ ის ვაი გულიდან მოდის...
პატრიარქის ბოლო გზაზე უნდა ვიგალობო... ისე მიჭირს, წარმოდგენაც არ მინდა... არ ვიცი, როგორ გავუძლებ... გამაძლიერებს ჩემი უწმინდესი...
უწმინდესს რას ვეტყოდი? მადლიერების იქით რა უნდა ვთქვათ? მის სახელს დიდება და ნათელი ჰქონდეს, პატიება ჩვენი ცოდვებისთვის, გვისმინოს და იყოს კვლავ ნათელში და მადლობა ყველაფრისათვის,საქართველოს გადარჩენისათვის ვილოცოთ და ვთხოვოთ, როგორც ყველა ხატს ვთხოვთ ვედრებას...

მანამდე ქალბატონმა ნაირამ კიდევ ერთ სატელევიზიო ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ მიუხედავად ემოციებისა, აუცილებლად შეასრულებს იმ საგალობელს, რომელიც პატრიარქს ძალიან უყვარდა.

"იმდენად მტკივნეულია, ვხედავ მთელს საქართველოს როგორ გიყვართ პატრიარქი, ჩვენი მამა აღარ არის, მაგრამ ის ახლა ღმერთთან არის, ეჭვი ამაში არავის არ ეპარება. შეეძლო თუ არ შეეძლო, ის სულ გვლოცავდა და ეს ლოცვა შეგეწიოთ თქვენ ყველას...ჩვენ 47 წელი გავატარეთ ერთად, ყველა საგალობელი უყვარდა, "დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო" უნდა შევასრულო... გამიჭირდება, მაგრამ როგორ შეიძლება ეს არ გავაკეთო".

მინდა, ვთხოვო მასწავლებლებს - მოწაფეს არასდროს დაუწეროთ ორიანი - ილია მეორის მიმართვა მასწავლებლებს
შორენა თეთრუაშვილი გლოვობს პატრიარქს, რომელსაც მრავალი წელი ემსახურა (ვიდეო)