20 მარტს მომღერალი თემურ თათარაშვილი 60 წლის გახდა. ბოლო წლებში ის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი პერსონა იყო, ცხოვრების წესით, რომლის გამოც ციხეში მოხვდა, სკანდალური განცხადებებით, პოლიტიკური სტატუსებით, რუსეთში გატარებული წლების გამო და ა.შ. თავად არასოდეს გაურბოდა ამ თემებზე საუბარს. ერთ-ერთი ვრცელი ინტერვიუ ნიკოლოზ ხაჩიძეს მისცა 3 წლის წინ, სადაც გულახდილად ისაუბრა პატიმრობაზე, ყოფილ ცოლთან ურთიერთობაზე, დის შვილზე...
მომღერალი 1966 წლის 20 მარტს. განათლება მიიღო როგორც ეკონომისტმა და ინჟინერმა, თუმცა ბავშვობიდანვე მღეროდა. ზრდასრულ ასაკში, არც ისე ცოტა ხანს, სიმღერის პარალელურად საბაჟო სამსახურშიც იყო.
კარიერა დაიწყო ანსამბლებში „ვია 75“ და „ივერია“, ხოლო 1996 წლიდან სოლო შემსრულებელია.
თემურ თათარაშვილს, როგორც თავად ჰყვება, ნარკოდამოკიდებულების გამო საკმაოდ დიდი პრობლემები ჰქონდა. ციხეშიც სწორედ ნარკოტიკების მოხმარებისა და შენახვის ბრალდებით მოხვდა. თავად ამბობს, რომ გავრცელებასაც ედავებოდნენ, თუმცა ვერ დაუმტკიცეს და არც არასდროს გაუვრცელებია.
მისივე თქმით, 16 წელი ნარკოტიკს მოიხმარდა. პირველად შემთხვევით, უცნობ გოგონასთან სტუმრად მყოფმა გასინჯა, რადგან შერცხვა უარის თქმის... მისი თქმით, მაშინ ეს „მოდაში იყო“, თუმცა დღეს ამას უარყოფითად აფასებს.
"ახლა მგონია, რომ ნარკოტიკი სირცხვილია... უკვე 18 წელია სუფთა ვარ“. ასევე იყო დამოკიდებული კაზინოზე. „ცუდად ვხდებოდი, როდის დაბნელდებოდა, რომ კაზინოში შევსულიყავი“.
2006 წელს დააკავეს ნარკოტიკების საქმეზე და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა 2008 წელს შეიწყალეს და გაათავისუფლეს. ციხეში ყოფნა მისთვის ყველაზე რთული პერიოდი იყო — ამბობს, რომ იქაც სუიციდზე ფიქრობდა. და ყველაზე მეტად სირცხვილის გრძნობა ტანჯავდა, რის გამოც ერთხელ თავის მოკვლა სცადა.
ციხემ ბევრი ადამიანიც დააკარგინა, თუმცა ოჯახი და ბევრი მეგობარი მის გვერდით დარჩა.
მომღერლის ყოფილი მეუღლე ნინო ადამაშვილია, რომელიც ახლობლის ნიშნობაზე გაიცნო და მალე შეუყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში სხვა ქალზე იყო შეყვარებული - ნინო სუხიშვილზე, რომელსაც გამუდმებით უგზავნიდა ყვავილებს...
თემურის და ნინოს მათი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა — გაცნობიდან მალევე დაქორწინდნენ.

ჰყავთ შვილი მარიამი და თემური ბაბუაცაა.

წყვილი მოგვიანებით გაშორდა, თუმცა დღესაც მეგობრული ურთიერთობა აქვთ, ერთად დადიან დასასვენებლად, ერთად ხვდებიან დღესასწაულებს და მომღერლის თქმით, შვილის გამო, არც ერთმა აღარ შექმნა ახალი ოჯახი.
თემურ თათარაშვილმა წლების წინ დის შვილი იშვილა, რადგან ბავშვმა თავად მოისურვა მის ოჯახში ცხოვრება და მისი გვარის ტარება. მას არ სურდა მამასთან ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი ცდილობდა ამას. რომ გაიზარდა, მხოლოდ შემდეგ შედგა მომღერლის დიშვილის და მისი ნამდვილი მამის ურთიერთობა.
