"დედა ყოფილა 12 წლის, რომ გამაჩინა... დის ქმარმა გააუპატიურა... დავიბადე 30.05.1981 წელს" - უმძიმესი ამბავი და ქალი, რომელიც ბიოლოგიურ ოჯახს ეძებს - მშობლები

"დედა ყოფილა 12 წლის, რომ გამაჩინა... დის ქმარმა გააუპატიურა... დავიბადე 30.05.1981 წელს" - უმძიმესი ამბავი და ქალი, რომელიც ბიოლოგიურ ოჯახს ეძებს

2026-03-21 09:49:37+04:00

უმძიმესი ამბავი ჯგუფიდან ვეძებ, ანონიმურად გამოქვეყნდა. ქალი, რომლის დაბადება ტრაგიკულ ისტორიას უკავშირდება, ბიოლოგიურ ოჯახს ეძებს:

"დავიბადე 30.05.1981 წელს (საბუთებით )კობის სამშობიაროში...
როგორც ჩემი აღმზრდელი მშობლებისგან ვიცი, ბიოლოგიური მშობლები დელისის მეტროსთან ცხოვრობდნენ...
დედა ყოფილა 12 წლის, რომ გამაჩინა (დის ქმარმა გააუპატიურა), და ჩემი თავი დაატოვებინა დამ სამშობიაროში, რადგან მისი მეუღლისგან ვეყოლე,
მამა იყო ბერძენი წარმოშობით და იყო ცნობილი სპორტსმენი. ეს საქმე გახმაურდა და დედას გაუპატიურების გამო დაუჭერიათ...
იმ დროს მას უკვე ჰყავდა შვილები - გოგო და ბიჭი, ანუ ჩემი ნახევარი და-ძმა, თან - დეიდაშვილებიც.
როგორც მითხრეს, ჩემი სახელი და გვარია ჟურავლიოვა ნინო.
თუ გსმენიათ ეს ისტორია და იცით რამე, გამოგვეხმაურეთ".
სუროგატ დედებს ბავშვს აჩენინებდნენ და ჩინეთში ჰყიდნენ - დაკავებულია დედა და ადვოკატი. რა ბედი ეწიათ ჩვილებს
მოპარული ბავშვები - საქართველოში გაყიდული 100 ათასზე მეტი ახალშობილის დაუჯერებელი ამბავი HBO-ს ახალ ფილმში