"თითქმის შვიდი საათი ღამით რიგში ვიდექით, მაგრამ პატრიარქის სიყვარული გვაძლევდა ძალას" - ცნობილი ფოტოს გმირები - მშობლები

"თითქმის შვიდი საათი ღამით რიგში ვიდექით, მაგრამ პატრიარქის სიყვარული გვაძლევდა ძალას" - ცნობილი ფოტოს გმირები

2026-03-21 13:57:13+04:00

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის¬თვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღიაა. 4 დღეა უკვე, სამების ტაძარი გადაჭედილია. ხალხის ნაკადი არ წყდება. ყველას სურს, გამოემშვიდობოს ერის სულიერ მამას. ზოგიერთს ღამით წვიმაში 7-8 საათიც კი მოუხდათ ყოფნა...

გასული დღეების მანძილზე სოციალური ქსელი მოიცვა რიგში მდგომი მამა-შვილის ემოციურმა ფოტომ... ფოტოზე ლაშა ჯოლოხავა თავის შვილთან ერთად არის.

AMBEBI.GE ლაშა ჯოლოხავას ესაუბრა...

- თქვენი შვილი პატრიარქის ნათლულია?

- არა... პატრიარქის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ჩემს ორ შვილთან ერთად წავედი. ღამის პირველ საათზე შევუერთდი მსვლელობას და სამების ტაძარში დილის შვიდის თხუთმეტ წუთზე შევედით. თითქმის შვიდი საათი ღამით რიგში ვიდექით. დავითი, რომელიც ფოტოზე მოჩანს 11 წლისაა. მეორე წინ დგას, სახე უჩანს ფოტოზე - ის 13 წლისაა... ფოტოზე ჩანს, რომ ბავშვს ჩაეძინა, მაგრამ მედგრად იყო.

განაგრძეთ კითხვა

პატრიარქის ძმისშვილის მრავალშვილიანი ოჯახი - მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი