21-22 მარტს, ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება - მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს უკვე დადგენილი მარშრუტითა და ინტერვალებით - მშობლები

ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება - მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს უკვე დადგენილი მარშრუტითა და ინტერვალებით

2026-03-21 15:47:04+04:00
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 21-22 მარტს მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს უკვე დადგენილი მარშრუტითა და ინტერვალებით,რაც შეეხება მეტროს, ისიც მგზავრებს ორივე დღეს 06:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურება.

„თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი - ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ მოემსახურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესიილია მეორისდაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.

მუნიციპალური ტრანსპორტი, მთელი ქალაქის მასშტაბით, იმოძრავებს უკვე დადგენილი მარშრუტითა და ინტერვალებით, რაც შეეხება მეტროპოლიტენს, ისიც მგზავრებს ორივე დღეს ჩვეულ რეჟიმში - 06:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება „საქართველოს რკინიგზა".

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.ილია მეორისგარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

შეგახსენებთ,

21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის მიერ ერთობლივად გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ შეზღუდვა შეეხება როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტსაც.
“21 მარტს, 15:00 საათიდან 00:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება შემდეგი მიმართულებით:
თავისუფლების მოედანი, შალვა დადიანის ქუჩა (იცვლება მიმართულება);
რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე;
რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი ყველა ქუჩა;
მეტეხის ხიდი, ევროპის მოედანი;
ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი;
ქეთევან დედოფლის გამზირი - სასტუმრო „მეტეხიდან" მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმართულებით;
ავლიპ ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩები, წურწუმიას ქუჩა, ახვლედიანის მოედანი.
ამ პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით:
სოლოლაკიდან ავტომობილების ნაკადი ასათიანის ქუჩის გავლით გორგასლის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს;
ზემო ვერაზე მოძრავი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს ბარნოვის ქუჩით, მრგვალი ბაღის მიმართულებით, ასევე, ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით ყველა მიმდებარე ქუჩის გავლით;
კოტე აფხაზის ქუჩიდან ავტომობილები გადაინაცვლებენ შალვა დადიანის ქუჩაზე (თავისუფლების მოედანზე მოძრაობა სრულად არის შეზღუდული); ლერმონტოვისა და მაჩაბლის ქუჩების გავლით მოხვდებიან ლეონიძის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ სოლოლაკის მიმართულებით;
ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასამდე", საიდანაც ბოჭორმის ქუჩის გავლით მოძრაობას გააგრძელებენ "სოკარის" ცენტრალური ოფისის მიმართულები.
ამასთან, ძალაში რჩება, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე უკვე არსებული შეზღუდვები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სხვა შემთხვევაში თავი შეიკავონ ავტომანქანებით გადაადგილებისგან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პატრიარქის დაკრძალვის დღის განრიგი - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს