36 წლისდიანა ქუთათელაძეს,რომელიც ლონგ-აილენდზე საიმიგრაციო სამართლის სფეროში მოღვაწეობდა, ბრალი წაუყენეს. სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა მრავალმხრივი ავარია გამოიწვია, რასაც ხანდაზმული წყვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. უცხოური მედია, მომხდარზე უმძიმეს დეტალებს აქვეყნებს.
რა მოხდა 15 მარტს - საბედისწერო ავარია
ნიუ-იორკის შტატის პოლიციამ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ოფიცრები გამოძახებაზე „მრავალმხრივი შეჯახების“ შესახებ მივიდნენ სამხრეთ სტეიტ პარკვეიზე (Southern State Parkway), ქალაქ ჰემპსტედთან, ნასაუს ოლქში, კვირას, 15 მარტს, დაახლოებით ღამის 10:13 საათზე.
ორშაბათს, 16 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას აღმოსავლეთით მიმავალ ზოლებში რამდენიმე დაზიანებული ავტომობილი დახვდა.
წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ 36 წლის დიანა ქუთათელაძე, რომელიც ოუშენსაიდში ცხოვრობს, შემთხვევის დროს მართავდა შავ, 2020 წლის Cadillac Escalade-ს დასავლეთის მიმართულებით.
გავრცელებული ინფორმაციით, მისმა ავტომობილმა ჯერ „გვერდი გაჰკრა ნაცრისფერ BMW-ს, რომელიც მარცხენა ზოლში მოძრაობდა. ამის შემდეგ ქუთათელაძემ დაკარგა კონტროლი საჭეზე, გადაკვეთა გამყოფი ზოლი, გადავიდა საპირისპირო (აღმოსავლეთის) მიმართულების ზოლებში და რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა,“ - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
პოლიციამ დაადგინა ორი მსხვერპლის ვინაობა: დონალდ მაქსველი (82 წლის) და ლისენტ ბ. მაქსველი (88 წლის). წყვილი, რომელიც Toyota Highlander-ში მგზავრის სტატუსით იმყოფებოდა, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
NBC 4 New York-ის ინფორმაციით, დონალდი ადგილობრივი პასტორი იყო ფარ როკევეიში მდებარე „Pentecostal City Mission“ ეკლესიაში. ეკლესიის წარმომადგენლებმაPEOPLE-თან საუბრისას აღნიშნეს, რომ გარდაცვლილთა ოჯახი ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს.
პოლიციამ დაადასტურა, რომ „შეჯახებაში სულ ჩართული იყო ექვსი ავტომობილი და 10 მძღოლი/მგზავრი“. რამდენიმე ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სამართალდამცავების თქმით, ერთი პირი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო დანარჩენების დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშად არ მიიჩნევა.
წინასწარი გამოძიების საფუძველზე, პოლიცია ვარაუდობს, რომ მომხდარში გადამწყვეტი როლი სიჩქარის გადაჭარბებამ და არაფხიზელმა მდგომარეობამ ითამაშა. განაგრძეთ კითხვა