ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელიც ასახავდა მდიდრულ ქორწილს საუდის არაბეთში, სადაც სტუმრებს ოქროს ზოდებს ურიგებდნენ. ვიდეომ მილიონობით ნახვა და ათასობით კომენტარი დააგროვა — თუმცა რეალობა ბევრად განსხვავებული აღმოჩნდა.
კადრებში ჩანს: ლამაზად გაფორმებული ქორწილი, მაგიდებზე განლაგებული „ოქროს ზოდების“ მსგავსი ნივთები და სტუმრები, რომლებიც იღებენ ამ „ძვირფას საჩუქრებს“.
ბევრი პოსტი ამტკიცებდა, რომ თითოეული სტუმარი იღებდა „ოქროს ზოდს“ და ქორწილი ასახავდა „არაბულ ულტრასიმდიდრეს“

ფაქტების გადამოწმების შემდეგ დადგინდა:
„ოქროს ზოდები“ სინამდვილეში იყო Patchi-ს ძვირადღირებული შოკოლადები. შეფუთული იყო ოქროსფერი ფოლგით. ფორმა სპეციალურად ჰგავდა ოქროს ზოდებს და გამოიყენებოდა როგორც ელეგანტური საჩუქარი სტუმრებისთვის.
ანუ ვიდეო ნამდვილია, ქორწილიც რეალურად გაიმართა, მაგრამ „ოქროს დარიგება“ მცდარი ინტერპრეტაცია.
ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის — ზოგჯერ უბრალოდ შოკოლადია.